უილიამ შექსპირი – “სონეტი XLVIII”
ბევრს გადავყრივარ წუთისოფლად ბოროტის მზრახველს,
ვიცნობ მათს მოდგმას და მტაცებლურ ზნეს და ხასიათს,
მიტომაც გზაზე როცა გავალ,ვუმალავ მნახველს
ჩემთვის საყვარელ ძვირფას ნივთს,თუ იაფფასიანს.
* * *
მაგრამ შენ საით გადაგმალო,ჩემო საუნჯე,
არ ვიცი,როგორ გაგარიდო ქურდს და უკეთურს?
ჩემო სიმდიდრე,ამ მტაცებლებს რომ გადაურჩე,
რომელ სიფრთხილეს დავეძალო განსაკუთრებულს?
* * *
ჩემს ცარიელ გულს თავშესაფრად მიტომ გთავაზობ,
სადაც ვერავის შეეძლება შენი მხილება,
სადაც შენს ყოფნას თვით ინებებ,ჩემო ლამაზო,
და არყოფნაშიც აღარავინ შეგეცილება.
* * *
მაგრამ,ვაითუ,გამოიგნონ ჩემს გულთან კვალი
და მტაცებლებმა შენც და გულსაც დაადგან თვალი?!