ნიკო ლორთქიფანიძისა და რუსი ოფიცრის – აკიმოვის დუელი
მას შემდეგ,რაც დიდი ქართველი მწერალი – ნიკო ლორთქიფანიძე (1880-1944 წლები) ავსტრიიდან თბილისში დაბრუნდა,იმავე წელს ერთ ხიფათს გადაეყარა.რუსული საოკუპაციო არმიის ოფიცერმა,გვარად აკიმოვმა,საუბრისას ქართველები აუგად მოიხსენია და მათ დასცინა.გარდა ამისა სასაცილოდ აიგდო თავისი თანამესაუბრე ნიკო ლორთქიფანიძეც.დიდმა ქართველმა მამულიშვილმა ვერ აიტანა რუსი ოფიცრის შეურაცხყოფა და სახეში,საჯაროდ ხელი გაარტყა.სამხედრო პირის,თან ჩინოსანი ოფიცრისათვის ეს იმდენად შეურაცმხყოფელი რამ იყო,რომ თუკი იგი შურს არ იძიებდა,მაშინ ან თავი უნდა მოეკლა,ან კიდევ სამუდამოდ გადაკარგულიყო (ასეთი გახლდათ იმ პერიოდში ოფიცერთა დაუწერელი კანონი).აკიმოვმა ლორთქიფანიძე დუელში გამოიწვია.
ქართველმა მამულიშვილმა სეკუნდანტებად თავისი მეგობრები – ილია ზურაბიშვილი და გიორგი ამირეჯიბი შეარჩია.
ნიკო და აკიმოვი თავიანთი სეკუნდანტებით,შეთანხმებისამებრ,ზუსტად ექვს საათზე გამოცხადნენ დანიშნულ ადგილას. (ავტორი გენია.ჯი) ნიკოს თეთრი სერთუკი ეცვა და შავი ჰალსტუხი ეკეთა.სახეზე ოდნავ ირონიული ღიმილი დასთამაშებდა.ნიკოს სეკუნდანტები ღელავდნენ,მათ კარგად იცოდნენ,რომ ეს დუელი “სახუმარო” დუელი არ იქნებოდა.რუსი ოფიცრის ცემა მისი სამხედრო კარიერის დაღუპვას მოასწავებდა და ცხადია,აკიმოვი თავის მოწინააღმდეგეს არ დაზოგავდა.იცოდნენ ისიც,რომ კანონის თანახმად,პირველი გასროლა შეურაცხყოფილს,აკიმოვს ეკუთვნოდა.შეშფოთებული მეგობრები დუელის დაწყებამდე ურჩევდნენ ნიკოს,გეზად დამდგარიყო და არა პირდაპირ.სთხოვდნენ ასევე,ხელი აეღო სულგრძელობაზე და პირველი სროლის დროს დამბაჩა კარგად დაემიზნებინა მოწინააღმდეგისათვის,შთააგონებდნენ,რომ დიდსულოვნება,ბოლოს და ბოლოს,მეორე გასროლისას შეიძლებოდა გამოეჩინა,რითაც უნდა დასრულებულიყო კიდეც დუელი.
ილია ზურაბიშვილმა ლორთქიფანიძეს სერთუკის საყელო და ლაცკანები გადაუწია, და რაც მთავარია,დაუფარავს შავი ჰალსტუხი,რომელიც თეთრ სერთუკზე კარგ სამიზნედ მოჩანდა.ნიკო მეგობრებს უხმოდ უქნევდა თავს და კვლავაც ირონიულად იღიმებოდა.
დუელი დაიწყო.
აკიმოვმა საგულდაგულოდ დაუმიზნა დამბაჩა დიდ ქართველს.
“და ამ დროს, – წერს ზურაბიშვილი, – ჩემდა შესაძრწუნებლად,დავინახე,რომ ნიკო პირდაპირ მკერდგამართული დგას და სერთუკის საყელო და ლაცკანები გადაუწევია.თეთრი გულისპირი და ზედ შავი ჰალსტუხი სასროლი ნიშანივით გამოირჩევა მთლად თეთრ ფიგურაზე”.
გაისმა სროლის ხმა.
ნიკო არც კი შერხეულა.ის იდგა კვლავინდებულად მშვიდი,აუღელვებელი,”ნათლად გარკვეული ირონიული ღიმილით”.
საბედნიეროდ,აკიმოვის ორჯერ გასროლილი ტყვია ლორთქიფანიძეს ორჯერვე ასცდა.თავად ნიკომ კი დამბაჩები ორივეჯერ ჰაერში გაისროლა… (ავტორი გენია.ჯი)
დუელი დასრულდა.
სეკუნდანტები ეტლით საარტილერიო დივიზიის შტაბში სადუელო აქტის შესადგენად გაემგზავრნენ.
და იქ,შტაბში,გამოთხოვებისას,შტაბსკაპიტანმა – აკიმოვის სეკუნდანტმა – ასეთი სიტყვებით მიმარტა ნიკო ლორთქიფანიძის მეგობრებს:
“მოწყალეო ხელმწიფენო! ნება გვიბოძეთ,გამოვთქვა ჩემი და ჩემი ამხანაგების აღტაცება თქვენი მეგობრის განსაცვიფრებელი მოქმედების გამო.ჩვენ,სამხედრო ხალხი,ისე ვართ აღზრდილნი,რომ ყრმობიდანვე ვეჩვევით საფრთხის დროს სიკვდილს ისე ვუყუროთ,როგორც ჩვეულებრივ მოვლენას,რომლისთვისაც ყოველ წამს მზად უნდა ვიყოთ.მაგრამ როდესაც ვხედავთ ადამიანს,პარტიკალურ ტანისამოსში,რომელსაც საბედისწერო წამს ისე უჭირავს თავი,თითქო სიკვდილს აბუჩად იგდებდეს თავისი ადამიანური ღირსების დაცვის დროს,ამას არ შეუძლიან ჩვენი აღტაცება და პატივისცემა არ გამოიწვიოს.ჩვენ დიდი ყურადღებით ვადევნებდით თვალს თავად ლორთქიფანიძის ყოფაქცევას დუელის დროს და თითოეულმა მისმა მოძრაობამ,ფიზიკურმა და სულიერმა,აშკარად გვაჩვენა,რომ იგი ჭეშმარიტად რაინდია და უმწიკვლო.სამწუხაროდ,ჩვენ ეს პირადად ვერ განვუცხადეთ მას ბრძოლის ველზე,რადგანაც ეს დიდი დამარცხება იქნებოდა ჩვენიისედაც საკმაოდ დამცირებული ამხანაგისა, და, ამიტომ,თქვენ გთხოვთ,ბატონებო,გადასცეთ მას ჩვენი გულწრფელი სიტყვები და უღრმესი პატივისცემა”. (ავტორი გენია.ჯი)