მარიო ლუის როდრიგეს კობოსი (სილო)
მარიო ლუის როდრიგეს კობოსი - რომელსაც ფსევდონიმით მოიხსენიებენ,როგორც - “სილო”,დაიბადა 1938 წლის 6 იანვარს,არგენტინის ქალაქ მენდოსაში.იგი წარმოადგენდა დიდ არგენტინელ მწერალს,ერთ-ერთ უმთავრეს დამფუძნებელს,მსოფლიოში ცნობილი “საერთაშორისო ჰუმანიტარული მოძრაობისა” და შემქმნელს უნივერსალური ჰუმანიზმის თეორიისა,რომელიც ერთგვარ შთამაგონებელ მარშად იქცა მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისათვის და არაძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ. (ავტორი გენია.ჯი) 1969 წლისათვის,მსოფლიოში განვითრებული მოვლენები,როგორც თავად ამბობდა,იძულებულს ხდის მას აქტიურად ჩაერთოს მშვიდობის და არაძალადობისაკენ მიმართულ კამპანიაში.მარიო ლუის როდრიგეს კობოსი,ყველანაირი ხერხით ცდილობდა ზემოთ აღნიშნული პრობლემების ფართოდ განვრცობას თავის შემოქმედებაში,იქნებოდა ეს მოთხრობა,პოეტური პროზა,წერილები,დესკრიპტული ფსიქოლოგია,ისტორიული ნარკვევები თუ მითოლოგიები. (ავტორი გენია.ჯი) თავის ნაშრომებში იგი მრავალმხრივი ასპექტებით განიხილავდა ადამიანთა მიერ განვლილ ისტორიას,მათ ცხოვრებასა და პროცესს,კაცობრიობის სწრაფვისა უპრეცედენტო შემობრუნებისაკენ.მის მიერ დაარსებული “საერთაშორისო ჰუმანიტარული მოძრაობა”,მალევე ფართოდ იქნა გავრცელებული მსოფლიოში.მისი ჰუმანიტარული იდეები კი მრავალი ადამიანის მიერ იქნა ატაცებული.2008 წელს ქვეყნდება მისი ერთ-ერთი შესანიშნავი წიგნი “სილოს გზავნილი”,რომელმაც იმთავითვე უდიდესი მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსებსა და მკითხველში.მარიო ლუის როდრიგეს კობოსი გარდაიცვალა 2010 წლის 16 სექტემბერს,მის მშობლიურ ქალაქ მენდოსაში.მისი ჰუმანისტური შეხედულებები კი კვლავ არ კარგავს აქტუალურობას,კაცობრიობის შემდგომი თაობებისათვის.