დათიკო შევარდნაძე – “ეპიზოდი”

ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში 1875 წელს დაბადებულმა სახელგანთქმულმა ქართველმა ფირალმა – დათიკო შევარდნაძემ და მისმა რაზმელებმა,ერთ დღეს ჩოხატაურში მდებარე ეკლესიის კედელზე გაკრული განცხადება იხილეს.აღნიშნული განცხადება იუწყებოდა,რომ დათიკოსა და მისი რაზმელების მოღალატეებს ინფორმაციის მთავრობისადმი გადაცემის შემთხვევაში – 1000 ოქრო ჯილდოდ გადაეცემოდათ.როდესაც შევარდნაძემ და მისმა ბანდის წევრებმა აღნიშნული განცხადება წაიკითხეს,დათიკომ მიუხედავად იმისა,რომ თავისი ხელმოწერის გაკეთებაც კი არ იცოდა,მეგობარს მიმართა:

- ისე,რომ იცოდე შენ,შეცდომაა წარწერაში,წერტილი აკლია!

- სად,კაცო? – ჰკითხა შევარდნაძეს გაკვირვებულმა  მეგობარმა.

- ე,ბიჭო,ეგერ! – და ფირალის ხელუკუღმა ნასროლი ტყვია ზუსტად იმ ადგილს მოხვდა,სადაც წესით წერტილი უნდა ყოფილიყო დასმული.ამ მეთოდით გამოსაწორა თავისი “ხელმოწერის არმცოდნე” გურულმა ფირალმა ჟანდარმის მიერ დაშვებული ორთოგრაფიული შეცდომა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება