“სტალინური პრემია” – (ეპიზოდი)
საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკების ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო ჯილდო – “სტალინური პრემია”,რომელიც დაარსებულ იქნა 1940 წელს და რომელიც ფინანსდებოდა 1954 წლამდე თავად საბჭოთა ბელადის – იოსებ სტალინის ნაშრომების გაყიდვიდან შემოსული ჰონორარებით,გადაეცემოდა ლიტერატურაში,პოეზიაში,ხელოვნებაში,მეცნიერებასა და ტექნიკის განვითრებაში განსაკუთრებული წვლილის შემტანთ.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული პრემია,საქართველოდან არ გადასცემია ისეთ გენიალურ ქართველ კორიფეებსა და გენიოსებს,როგორებიც იყვნენ – გალაკტიონ ტაბიძე – პოეზიაში,კონსტანტინე გამსახურდია – ლიტერატურაში და პოლიკარპე კაკაბაძე – დრამატურგიაში.ეს მაშინ,როდესაც აღნიშნული პრემიის მფლობელები ხდებოდნენ ისეთი “სახელოვანი მოღვაწეები”,რომლებიც მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურობით გამოირჩეოდნენ და არა მათი ამა თუ იმ დარგში განსაკუთრებული მიღწევებით. (ავტორი გენია.ჯი)