ბო ძი-უ – “კედელზე დაწერილ ჩემს მდარე ლექსებს”

კედელზე დაწერილ ჩემს მდარე ლექსებს,

კაცთა მოდგმისთვის არა აქვს ფასი.

ნიშანთა მწკრივი დაფარა მტვერმა

და ჟამთასვლისგან მოედო ხავსი.

მხოლოდ იუანი, – ხელმწიფის კაცი,

სტრიქონებში რომ ღრმა განცდებს ეძებს,

არ ინდობს თავის ძვირფას მოსასხამს,

აშორებს მტვერს და კითხულობს ლექსებს.

კომენტარის დატოვება