იტალიელები ნაღვლობენ…
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქალბატონის – მონა ლიზას (ჯოკონდას) – პირად დაცვას ყველაზე საზიზღარი დიქტატორების პირადი დაცვა თუ სჭარბობს მხოლოდ.ეს არც არის საკვირველი:ყველას სურს ხელში ჩაიგდოს ფასდაუდებელი მშვენიერება: ვის – პირადი გამდიდრებისათვის,ვის – პირადი ბედნიერებისათვის.მანიაკი,ხელოვნების უკვდავ ძეგლზე ხელის აღმართვა რომ შეუძლია,ამ შემთხვევაში ანგარიშში ჩასაგდები არაა,მაგრამ იმის საბუთად მაინც გამოდგება,რომ დიდი შედევრები საყოველთაო მასშტაბის გამღიზიანებელია.ასეა თუ ისე,ხელოვნების უკეთეს ნიმუშთა ქურდობა დღეს არ დაწყებულა,ამ იოლად ასახსნელ მოვლენას ათასწლეულების ისტორიაც აქვს და არც მომავალი უჩანს მაინცდამაინც უპერსპექტივო.იტალიელები ნაღვლიანად ხუმრობენ: “იტალიის ნახვა გნებავთ? მაშინ იჩქარეთ,თორემ სულ მალე გვიანღა იქნებაო”, – და საქმე ის გახლავთ,რომ იტალიელები წუხან იმას,რომ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანაში ყოველწლიურად ხელოვნების ნაწარმოებთა დაახლოებით სამიათასამდე ქურდობა ფიქსირდება საშუალოდ. (ავტორი გენია.ჯი)