“არბოარქიტექტურა”
“არბოარქიტექტურა” (შესაძლოა ასევე მოვიხსენით,როგორც – “ბოტანიკური არქიტექტურა”) – წარმოადგენს არქიტექტურის ერთ-ერთ მიმართულებას,სადაც სხვადასხვა სახეობის ცოცხალი მცენარეები გამოიყენება ამა თუ იმ სამშენებლო კონსტრუქციის ასაგებად (ხიდების,საცხოვრებელი სახლების,ნავების და სხვა).
ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში კაუჩუკის ხეებს მოსახლეობა ცოცხალი მცენარეებისაგან დამზადებული ულამაზესი ხიდების ასაგებად გამოიყენებს. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად ისინი ამ საქმისათვის კაუჩუკის ხის ნერგებს იყენებენ.დაახლოებით 10-15 წლის გასვლის შემდეგ,ნერგები ხეებად იქცევიან და ისინი ჰქმნიან ისეთ მყარ ბუნებრივ ხიდებს,რომლებსაც ერთბაშად 50 ადამიანის სიმძიმის გაძლებაც კი შეუძლიათ.
“ამომავალი მზის ქვეყანაში” – იაპონიაში,ეგრეთ წოდებულ დაკიდებულ ხიდებს ცოცხალი ვაზის ლერწმისაგან ამზადებდნენ.ისინი ერთ ვაზის ლერწამს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე რგავდნენ,ხოლო მეორეს მარცხენა სანაპიროზე და მათ თავისუფლად ზრდის საშუალებას აძლევდნენ მანამ,სანამ საკმარის სიგრძეს არ მიაღწევდნენ,რათა შემდგომ ისინი ერთმანეთისათვის დაეკავშირებინათ.ამის შემდგომ ვაზის ლერწმებს ამ საქმის სპეციალისტები ერთმანეთთან მჭიდროდ კრავდნენ და იღებდნენ სრულიად ბუნებრივ დაკიდებულ ხიდს.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული მეთოდით ხიდების აგება იაპონიაში სათავეს ჯერ კიდევ XII საუკუნიდან იღებს და ასეთი სახის რამდენიმე ხიდი დღემდეა შემორჩენილი “სამურაების” სამშობლოში.
პერუსა და ბოლივიაში,ტიტიკაკას ტბაზე მაცხოვრებელი ურუს ტომის ხალხი,ისლისებრთა ოჯახის მცენარეს – ლელქაშს,თავიანთი მცურავ კუნძულებზე სახლების ასაგებად გამოიყენებს.გარდა ამისა მისგან ამზადებენ ნავებსაც და ამ მეთოდს ისინი უკვე თითქმის 500 წელიწადია გამოიყენებენ.
ცოცხალი მცენარეებისაგან ამა “არბოარქიტექტურული” ნიმუშების შექმნა ასევე გავრცელებულია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.ბომბაქსისებრთა ოჯახის ერთ-ერთი უდიდესი მცენარის – ბაობაბის უზარმაზარ ფუღუროში ბარიც კი ფუნქციონირებს.თუმცა ასეთი პრაქტიკის განხორციელება გასაგები მიზეზების გამო ერთობ იშვიათი მოვლენაა. (ავტორი გენია.ჯი)