ფრანკლინია ალატამაჰა
ფრანკლინია ალატამაჰა – წარმოადგენს მონოტიპურ მცენარეს ფრანკლინიასებრთა სახეობისა,რომელიც თავის მხრივ ჩაისებრნთა ოჯახს მიეკუთვნება.იგი პირამიდული ფორმის მქონე ფოთოლმცვენი ხეა და საშუალოდ იზრდება 6 მეტრ სიმაღლემდე.თუმცა ბუნებაში 10 მეტრი სიმაღლის მქონე ეგზემპლარებსაც ვხვდებით.მათი გავრცელების უმთავრესი არეალი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტია.ხის ქერქი ნაცრისფერი შეფერილობის აქვთ.კვერცხის ფორმის მქონე ფოთლების სიგრძე 15 სანტიმეტრამდე მერყეობს და ისინი შემოდგომაზე წითელ-ფორთოხლისფერ ულამაზეს ნათელ ფერთა გამას იღებენ.მანამ კი,ჩვეულებისამებრ მწვანე ფერის არიაა.ფრანკლინია ალატამაჰას ხეს,ყვავილები ადრეულ გაზაფხულზე გამოსდის და ისინი ფოთლების ფერის ცვლის შემდეგაც,ანუ შემოდგომაზეც კი ჰყვავიან.გარდა ამისა,შეიცავენ ნაყოფს. (ავტორი გენია.ჯი)
ფრანკლინია ალატამაჰა თავდაპირველად აღმოჩენილი იქნა 1765 წელს ამერიკელი ბოტანიკოსი ძმების – უილიამ და ჯონ ბარტმანების მიერ,ჯორჯიის შტატში მდებარე მდინარე ალატამაჰას დელტის სიახლოვეს.მათ ახლადაღმოჩენილ მცენარეს კულტივირება ფილადელფიაში განთავსებულ ბოტანიკურ ბაღში გაუწიეს.მცენარეს სახელწოდებაც ძმებმავე შეურჩიეს და მას მამის უახლოესი მეგობრისა და აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური მოღვაწის – ბენჯამენ ფრანკლინის სახელი უწოდეს. 1785 წელს უილიამისა და ჯონის ძმამ ,ცნობილმა ბოტანიკოსმა და “ამერიკული დენდროლოგიის მამად” წოდებულმა – ჰამფრი მარშალმა,ფრანკლინია ალატამაჰა თავისივე წარმოებულ კატალოგში აღწერა და საჯაროდ გამოაქვეყნა.სამწუხაროდ,1803 წელს ეს შესანიშნავი მცენარე გარკვეული მიზეზების გამო ველურ ბუნებაში გაქრა.ამის მიზეზად სპეციალისტები,ტყეების იმ მასივების მასიურად ჭრას ასახელებენ,სადაც ფრანკლინია ხარობდა.თუმცა,საბედნიეროდ ისინი საბოლოოდ არ გამქარალან,რადგან მათი მრავალი ეგზემპლარი ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში გახლდათ გაშენებული. (ავტორი გენია.ჯი)