გენიალური “ფიზიკოსები” ამბობდნენ…
1. “სამუშაო – ძალიან კარგი რამ არის,ასევეა – წიგნებიც,თუმცა ყველაზე კარგები,მაინც – მეგობრები არიან”. – ჯეიმზ კლარკ მაქსველი (დიდი შოტლანდიელი ფიზიკოსი) – (ავტორი გენია.ჯი)
2. “ფიზიკოსი ცდილობს,რთული საგნები მარტივად აქციოს,ხოლო პოეტი კი – მარტივი საგნები – რთულად”. – ლევ ლანდაუ (ებრაული წარმომავლობის მქონე ნობელიანტი საბჭოთა ფიზიკოს-თეორიტიკოსი)
3. “არც ერთ მეცნიერებას არ გააჩნია იმდენი არგუმენტები,რამდენიც ბიბლიის სწავლებას”. – სერ ისააკ ნიუტონი (გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი და “მიზიდულობის კანონის” ავტორი)
4. “ფანტაზია უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე ცოდნა,ცოდნას საზღვრები აქვს,ფანტაზია კი თავისი უსაზღვრობით ქმნის ევოლუციას”. – ალბერტ აინშტაინი (ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი და “ფარდობითობის თეორიის” ავტორი)
5. “თუკი აკადემიკოსი გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგაც ახსოვთ,მაშინ გამოდის,რომ,ის – მეცნიერების კლასიკოსი ყოფილა”. – პეტრე კაპიცა (გამოჩენილი რუსი ფიზიკოსი და ნობელიანტი)
6. “ღმერთმა სამყაროს შექმნის დროს ლამაზი მათემატიკით ისარგებლა”. – პოლ ედრიენ მორის დირაკი (დიდი ინგლისელი ფიზიკოსი და “კვანტური მექანიკის” ერთ-ერთი ფუძემდებელი)
7. “რამდენად დიდია ღმერთი და რამდენად უმნიშვნელოა ჩვენი ცოდნა…” – ანდრე-მარი ამპერი (გენიალური ფრანგი ფიზიკოსი და ელექტრომაგნეტიზმის ფუძემდებელი და აღმომჩენი)
8. “მე არ მჯერა უვიცი ინდივიდების კოლექტიური სიბრძნის”. – მაქს ბორნი (ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი და კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი)
9. “ბუნების კანონების შეცნობა – თავად ღმერთის შეცნობაა!” – ჯეიმზ პრესკოტ ჯოული (გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი) – (ავტორი გენია.ჯი)
10. “ახალი თეორია ბატონობას იწყებს მხოლოდ მაშინ,როდესაც კვდებიან ძველი თეორიის მხარდამჭერები”. – მაქს პლანკი (გენიალური გერმანელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი და ნობელიანტი)