უიშტოსიუატლი

უიშტოსიუატლი – წარმოადგენდა მექსიკის ინდიელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და უდიდესი კულტურის მქონე ხალხის – აცტეკების – მარილის,მლაშე წყლისა და ნაყოფიერების ღვთაებას.როგორც ცნობილია,მარილი უძველეს მექსიკაში მლაშე წყლის აორთქლების შედეგად მიიღებოდა.აცტეკები კი,უიშტოსიუატლს მარილის მომპოვებელთა და მარილით მოვაჭრეთა მფარველ ღვთაებად განიხილავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მისი სახელი აცტეკური ენიდან თარგმანით – “მარილის ქალბატონს” აღნიშნავს.გარდა ამისა,მას “მარილის ქალადაც” მოიხსენიებდნენ.აცტეკებს არა მარტო მლაშე წყლის ღვთაება ჰყავდათ,არამედ მტკნარი წყლის მფარველი ღვთაებაც გააჩნდათ და მას – ჩალჩიუტლიკუეს უწოდებდნენ.

უიშტოსიუატლი,იმ ძველაცტეკური მითოლოგიის უმნიშვნელოვანესი ღვთაების,ნაყოფიერების,წვიმისა და წყლის ღმერთის – ტლალოკის ღვიძლი და გახლდათ,რომელიც თავის მხრივ ბავშვების მსხვერპლშეწირვას მოითხოვდა.აცტეკები დარწმუნებული იყვნენ,რომ პირველად მარილი,მექსიკის ყურის სანაპირო რაიონში სწორედ უიშტოსიუატლმა აღმოაჩინა.

რიგი ისტორიული წყაროებისა,აღნიშნულ ღვთაებას,მეთევზეობისა და მონადირეობის მფარველი ღვთაების – ოპოჩტლის მეუღლედ განიხილავდა.მას გამოსახავდნენ ისეთი ტანისამოსით,რომელზეც გამოსახული იყო ლურჯი ტალღოვანი ზოლები,რაც წყალთან ასოცირდებოდა.ხელთ ეპყრა თეთრი ფერის მქონე ფარი და ლერწმისაგან დამზადებული კვერთხი.

აცტეკები – უიშტოსიუატლისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო დღეებს – ტეკუილუიტონტლის თვეში ანუ აცტეკური კალენდრის მიხედვით – მეშვიდე თვეს აღნიშნავდნენ.ამ დროს ისინი მარილის,მლაშე წყლისა და ნაყოფიერების მფარველ ღვთაებას ახალგაზრდა ქალს მსხვერპლად სწირავდნენ.მსხვერპლი კი სიმბოლურად,თავად უიშტოსიუატლის განსახიერებად ჰყავდათ წარმოდგენილი.აღნიშნული დღესასწაულის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ცეკვა წარმოადგენდა,რომელსაც მხოლოდ აცტეკი ქალები ასრულებდნენ.მათ ამ დროს ხელში რთულყვავილოვანთა ოჯახის აყვავებული მცენარე – ავშანები ეჭირათ.უიშტოსიუატლისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ცერემონიის დასასრულს,აცტეკი ქურუმები ღვთაების განმასახიერებელ მსხვერპლს,ხერხთევზის ძვლისაგან დამზადებული ხერხით ჭრიდნენ ყელს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>