“მიწისმჭამელთა ნიღბები”
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე,არაერთი შემთხვევა ყოფილა იმისა,რომ ადამიანებს ამა თუ იმ მიზნით სახეებს სხვადასხვა ფორმის მქონე ნიღბებით უფარავდნენ.დღეს,თანამედროვე ეპოქაში,ასეთი სახის ნიღბები ჩვენს გაოცებას იწვევს,თუმცა ფაქტია,რომ საშინელი შესახედაობისა და დანიშნულების მქონე ნიღბები ადამიანების მიერ ფართოდ გამოიყენებოდა ისტორიის გარკვეულ ეტაპებზე.აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ერთ მეტად საინტერესო და ამაზრზენ – “მიწისმჭამელთა ნიღბებზე”.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, XVI-XIX საუკუნეებში,დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე ერთობ გავრცელებული მოვლენა გახლდათ დამშეულ შავკანიან მონებში მიწითა და სხვადასხვა ბინძური პროდუქტებით კვება. (ავტორი გენია.ჯი) მალევე,ასეთივე “პროდუქტებით” კვება დასავლეთ აფრიკიდან “შავი კონტინენტის” სხვა რეგიონებშიც იქნა გავრცელებული.საყურადღებოა ის გარემოება,რომ შიმშილისაგან დაოსებულ მონებში,ბინძური პროდუქტებით ვაჭრობაც კი მასობრივი ხასიათის მატარებელი იყო.მონათმფლობელებმა იმის ნაცვლად,რომ მათთვის საკვების მარაგი ელემენტალურად მაინც გაეზარდათ,აღნიშნული მოვლენა დაგმეს და მათთვის სპეციალური ნიღბების დამზადება-შემოღება გადაწყვიტეს.ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც,რომ მედიკოსებმა ასეთი საშინელი პრაქტიკის დანერგვა ადამიანებისათვის არაჯანსაღ და სასიკვდილო საშუალებად დაასახელა.მათი ცნობით,მიწისა და სხვადასხვა ბინძური პროდუქტებით კვება ადამიანებში დეპრესიას,კუჭის დაავადებას,სხეულის შეშუპებას,თავბრუსხვევას,სულისხუთვასა და სხვა უამრავ დაავადებას იწვევდა,რაც საბოლოო ჯამში ფატალური შედეგით სრულდებოდა.მონათმფლობელებმა იგრძვნეს-რა თავიანთი “ცოცხალი საკუთრების” ხელიდან გამოცლის საშიშროება,სპეციალისტებს დაამზადებინეს ისეთი სახის საშინელი ნიღბები,რომლითაც შეუძლებელი იყო არა მარტო მიწითა და ბინძური პროდუქტებით კვება,არამედ წყლის დალევაც კი.მნიშვლევანია ისიც,რომ აღნიშნულ ნიღბებს,თავიანთ შავკანიან მონებს მონათმფლობელები მუშაობის პროცესშიც კი არ ხსნიდნენ სახიდან.მოგვიანებით,შავკანიანი მონების ნიღბებს – “მიწისმჭამელთა ნიღბები” უწოდეს.საბედნიეროდ, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან,მონობის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის შედეგად,ეს ამაზრზენი ნიღბები ისტორიის კუთვნილებად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)