როგორ განადგურდა პარიზის ზოოპარკი?!
1870 წლის 19 ივლისს საფრანგეთსა და პრუსიას შორის კონფლიქტი ომში გადაიზარდა.მას შემდეგ,რაც პრუსიულმა არმიამ საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ალყაში მოაქცია (სულ ხუთი თვის მანძილზე იყო ალყაში),ქალაქში საკვები პროდუქტების განსაკუთრებული დეფიციტი შეიქმნა.მაღაზიებში დახლები სრულიად დაცარიელდა,რამაც პარიზის მოსახლეობა იძულებული გახადა ცხენის,კატის,ვირთხების,ძაღლების და სხვა ცხოველების ხორცით გამოეკვებათ თავიანთი დამშეული კუჭები.როდესაც ეს მარაგიც ამოიწურა,მდიდარმა პარიზელებმა გამოსავალი მაინც იპოვნეს და ქალაქში განთავსებული ზოოპარკის ადმინისტრაციას მიმართეს წინადადებით: თუ ისინი ზოოპარკის ვოლიერებში დამწყვდეულ ცხოველებს მიჰყიდნენ,მათ საკმაოდ დიდ თანხებს გადაუხდიდნენ.ზოოპარკის ადმინისტრაცია შეთავაზებულ წინადადებაზე დიდი სიამოვნებით დათანხმდა, და დაიწყო კიდეც სხვადასახვა სახეობის ცხოველების გადინება ზოოპარკიდან.მდიდარი პარიზელები,მაშინ როდესაც ზოოპარკიდან გაყვანილი ცხოველების ეგზოტიკური კერძებით იკვებებოდნენ,ღარიბი ფენის თანამოქალაქეები შიმშილით იღუპებოდნენ.ანტილოპების,აქლემების,ზებრებისა და სხვა ცხოველების განადგურების შემდეგ,ზოოპარკში მხოლოდ ორი სპილო – კასტორი და პოლუქსი შემორჩა.თუმცა მდიდარმა პარიზელებმა ისინიც შეისყიდეს და თავიანთ კერძებად აქციეს.მიუხედავად იმისა,რომ ისინი სპილოების ხორცის უგემოვნობაზე წუხილს გამოთქვამდნენ,მათი ხორცით დამზადებული კერძებს მაინც დიდი სიამოვნებით შეექცეოდნენ.ხუთი თვის (150 დღე) შემდგომ,პარიზის ალყა დასრულებულ იქნა,მაგრამ დასრულებული იქნა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში არსებული ზოოპარკის ყველა ბინადრის სიცოცხლეც.
შედარებისათვის: მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ლენინგრადის საყოველთაოდ ცნობილი ბლოკადის დროს,რომელიც 1941 წლის 8 სექტემბრიდან 1945 წლის 18 იანვრამდე გაგრძელდა (872 დღე),მიუხედავად იმისა,რომ ათასობით ადამიანი ეწირებოდა შიმშილს,არავის მოსვლია თავში აზრად ქალაქში არსებული ზოოპარკის ცხოველებით გადაერჩინათ თავიანთი სიცოცხლე.ნიშანდობლივია ისიც,რომ ლენინგრადის ზოოპარკი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ზემოთ განთავსებულ ფოტოზე გამოსახულია პარიზის ზოოპარკის ის ორი ბინადარი სპილო (კასტორი და პოლუქსი),რომლებიც მდიდარი პარიზელების ლუკმად იქცნენ