სულეიმან I კანუნი – “ეპიზოდი”
ოსმალეთის იმპერიის რიგით მეათე სულთანმა - სულეიმან I კანუნმა (1494-1566 წლები),როგორც კი შეიგრძნო სიკვდილის მოახლოება,არმიის მთავარსარდალს უხმო და იმ შემთხვევაში,თუკი იგი გარდაიცვლებოდა,სამი უკანასკნელი სურვილის შესრულება დაავალა.პირველი: ჩემი კუბო ოსმალეთის იმპერიის საუკეთესო ექიმებმა უნდა გამოსავენონ და უკანასკნელ განსასვენებლამდეც ხელით ატარონ; მეორე: იმ გზაზე,რომელზეც სამგლოვიარო პროცესიამ უნდა ჩაიაროს,ქვეშევრდომებმა ოქროს მონეტები და ძვირფასი ქვები უნდა დააფრქვიონ ჩემს კუბოს; მესამე: ჩემი ხელები კუბოდან ისე უნდა იყოს გამოშვერილი,რომ მისი დანახვა ყველას კარგად შეეძლოს.
ასეთი დავალებით გაკვირვებულმა ოსმალმა მთავარსარდალმა,სულეიმანს უცნაური დავალების მიზეზის ახსნა შეჰკადრა,რაზეც მისგან შემდეგი პასუხები მიიღო:
- პირველი: დაე,დარწმუნდნენ ადამიანები იმაში,რომ ქვეყნის საუკეთესო ექიმებიც კი უძლურები არიან სიკვდილის წინაშე; მეორე: დაე,ყველამ დაინახოს,რომ სიცოცხლეში მოპოვებული სიმდიდრე ამ ქვეყნად რჩება და გარდაცვლილს იმიერში არაფერი მიაქვს თან; მესამე: დაე,ყველამ იხილოს,რომ თვით ფადიშაჰი სულეიმან კანუნიც კი,ამქვეყნიდან სრულიად ხელცარიელი მიდის. (ავტორი გენია.ჯი)