ჰენრი ფორდი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი და “ფორდის ავტოკომპანიის” დამაარსებელი – ჰენრი ფორდი (1863-1947 წლები),ერთ დღეს პირადი საქმეების გამოისობით ინგლისის დედაქალაქ ლონდონს ეწვია.აეროპორტის ცნობათა ბიუროში მისული ფორდი,დაინტერესდა თუ რომელი სასტუმრო იყო ქალაქში ყველაზე იაფფასიანი და სად მდებარეობდა იგი.ცნობათა ბიუროს თანამშრომელმა ფორდი იცნო,რადგან იმ პერიოდის პრესაში მისი უამრავი სურათი იბეჭდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა შეკითხვამ და იმან,რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს იმაზე დიდი ხნის პალტო ექცა,ვიდრე თავად იყო,იგი ერთობ გააოცა.მან ცნობისწადილი ვერ დაიოკა და ჰენრის ჰკითხა:
- თუ არ ვცდები,თქვენ ბატონი ჰენრი ფორდი ბრძანდებით.
- დიახ, – იყო პასუხი.
- მე დიდი გულისყურით ვადევნებ თვალს პრესაში დაბეჭდილ ახალ ამბებს და ვიცი,რომ თქვენი ვაჟი – ედსელ ბრაიანტ ფორდი,როდესაც უცხოეთში მიდის,ყოველთვის მდიდრულ სასტუმროებში ჩერდება და ყოველთვის მოდის უკანასკნელი ტენდენციებით არის შემოსილი.თქვენ კი,მეკითხებით,თუ სად მდებარეობს ლონდონში ყველაზე იაფფასიანი სასტუმრო და ატარებთ ისეთ პალტოს,რომელიც თქვენზე ახალგაზრდად გამოიყურება.ნუთუ ფულის ეკონომიას აკეთებთ?
ამერიკელი მილიარდერი ცნობათა ბიუროს თანამშრომლის სიტყვებმა ძალიან გააღიზიანა,თუმცა პასუხი მაინც გასცა:
- არაფერში მჭირდება ძვირადღირებული სასტუმროები; სადაც არ უნდა გავჩერდე,მე მაინც – ჰენრი ფორდი ვარ.სულერთია… ყველაზე იაფფასიან სასტუმროშიც – ჰენრი ფორდი ვარ და მათ შორის ვერანაირ სხვაობას ვერ ვხედავ.ჩემი ვაჟი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელი ყმაწვილია.მას ეშინია იმის,თუ რას იფიქრებენ ადამიანები,როდესაც მილიარდერი მამის შვილი იაფფასიან სასტუმროში გაჩერდება.დიახ,ეს პალტო ძალიან ძველია.მას მამაჩემი ატარებდა,თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა,რადგან ამ პალტოშიც – ჰენრი ფორდი ვარ; რაში მჭირდება ახალი ჭინჭები? მე,რაც არ უნდა გავაკეთო,რაც არ უნდა ჩავიცვა და სადაც არ უნდა გავჩერდე,მაინც ყოველთვის – ჰენრი ფორდი ვიქნები.სხვა დანარჩენი კი ჩემთვის სრულიად უმნიშვნელო რამ არის. (ავტორი გენია.ჯი)
ედსელ ბრაიანტ ფორდი (ჰენრი ფორდის ვაჟი)