მერი I ტიუდორის (“სისხლიანი მერის”) შესახებ…
ჰენრი VIII-სა და ეკატერინე არაგონელის ქალიშვილი – მერი I ტიუდორი (1516-1558 წლები),რომელიც ინგლისისა და ირლანდიის სამეფო ტახტზე 1553 წელს ავიდა,იმ ერთადერთ ბრიტანელ დედოფალს განეკუთვნება,რომელსაც თავისმა ხალხმა არც ერთი ძეგლი არ აუგო, და ეს მაშინ,როდესაც მისი მეუღლის,ესპანთის მეფის ფილიპე II-ის სამშობლოში აღიმართა მერი I ტიუდორის ქანდაკება.დედოფლის გარდაცვალების დღეს კი (17 ნოემბერი),ერთი პერიოდის მანძილზე ეროვნული დღესასწაულის კვალიფიკაცია ენიჭებოდა (საყურადღებოა ის გარემოება,რომ ინგლისელი პროტესტანტები მისი გარდაცვალების დღეს დღემდე საერთო სახალხო დღესასწაულად აღიარებენ).მერის სახელი მრავალ სისხლიან ანგარიშწორებასთან ასორირდებოდა და ასოცირდება დღემდე,რის გამოც მას ზედსახელად – “სისხლიანი მერი” უწოდეს.
აღნიშნული პოსტის მიზანია კარგად გავერკვეთ იმაში,ნამდვილია თუ არა ყოველივე ის,რასაც “სისხლიანი მერის” შესახებ გავრცელებული ლეგენდები მოწმობენ.მაშ ასე: საინტერესოა ის,რომ მერი I ტიუდრისათვის საშინელი ზედსახელი – “სისხლიანი”,არასოდეს უწოდებიათ მის სიცოცხლეში! “სისხლიანი მერი” – ინგლისურ წერილობით წყაროებში პირველად XVII საუკუნის დასაწყისში ანუ დედოფლის გარდაცვალებიდან ხოლოდ 50 წლის გასვლის შემდეგ გვხვდება! სწორედ ამ პერიოდიდან მოიხსენიებენ მას,როგორც სისასტიკით განთქმულ სისხლისმოყვარულ მბრძანებლად და მის მმართველობას მრავალრიცხოვანი სასიკვდილო დასჯებით გამოარჩევენ.თუმცა უამრავი ისტორიული დოკუმენტების თანახმად ირკვევა,რომ მერი არათუ სასტიკი ბუნებით გამოირჩეოდა,არამედ ძალიან ჰუმანური და გულჩვილი მბრძანებელიც ყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) იმაში,რომ თითქოს მისი ბრძანებით უამრავი ადამიანი დაისაჯა სიკვდილით,გავაკეთოთ მის წინამორბედ ინგლისელ მონარქებთან “სისხლანი მერის” შედარება.მაგალითად,მერის მამის – ჰენრი VIII-ეს მეფობის პერიოდში (1509-1547 წლები),ინგლისში სიკვდილით დასჯილი იქნა 72 000 ადამიანი; მერის უმცროსი დის,”ქალწულ დედოფლად” წოდებული – ელისაბედ I-ის მმართველობისას (1558-1603 წლები) სიცოცხლეს გამოასალმეს 89 000 სიკვდილმისჯილი, და ეს მაშინ,როდესაც “სისხლიან მერად” წოდებული დედოფლის მერი I ტიუდორის 5 წლიანი მმართველობისას სიკვდილით დასჯილი იქნა (თუკი შეიძლება ითქვას) მხოლოდ და მხოლოდ 287 ადამიანი.ანუ მისი მმართველობის პერიოდში 250-ჯერ ნაკლები ადამიანი დაისაჯა სიკვდილით,ვიდრე მამამისის მეფობისას და 310-ჯერ ნაკლები,ვიდრე ელისაბედის მმართველობისას.
თუკი ჰენრისა და ელისაბედის პერიოდებში დაბალი სოციალური ფენის მასობრივი და ფართომასშტაბიანი რეპრესიები მიმდინარეობდა,მერის მბრძანებლობისას ძირითადი დარტყმა მიყენებული იქნა სახელწმიფოს ელიტის წარმომადგენელთა მიმართ.მაგალითად ისეთების მიმართ,როგორიც გახლდათ,ინგლისური რეფორმაციის მამად წოდებული კენტერბერიელი არქიეპისკოპოსი – ტომას კრანმერი და მისი უახლოესი გარემოცვა.ინგლისურმა სასამართლომ მას ბრალი დასდო სახელმწიფო ღალატში და მიუსაჯა სიკვდილით დასჯა (1556 წლის 21 მარტს დაწვეს კოცონზე).
ჰენრი VIII-ეს მეფობისას,სიკვდილით დასჯილი მასის უდიდესი ნაწილი გლეხები იყვნენ.გარდა ამისა,უმრავ გლეხს ჩამოერთვა მიწა-წყალი და სახლი,რამაც ისინი უსახლკარო მათხოვრებად აქცია.იგი საკუთარი მოსახლეობის მიზანმიმართულ “გამოხშირვას” აწარმოებდა და ამის უმთავრესი მიზეზი ეკონომიკური გამორჩენა გახლდათ.მეფე და ლორდები გლეხებისათვის წართმეულ მიწებზე ცხვრის ფარებს აშენებდნენ,რადგან იმ პერიოდში ცხვრის მატყლი ერთ-ერთი ყველაზე სარფიანად გაყიდვადი პროდუქტი გახლდათ ნიდერლანდებში.
ელისაბედ I-ის მმართველობის ეპოქაში სიკვდილით ძირითადად და მასობრივად ისჯებოდნენ უსახლკარო და მოწყალების მთხოვნელი მოქალაქეები.მერის უმცროსი ძმის,ინგლისისა და ირლანდიის პირველი პროტესტანტი მეფის – ედუარდ VI-ეს მეფობისას (1547-1553 წლები),ზემოაღნიშნული სოციალური ფენის მოსახელობასთან ერთად უამრავი ის ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აჯანყებებში.გასათვალისწინებელია ის გარემოებაც,რომ ინგლისის ისტორიის აღნიშნულ ეტაპზე ქვეყანაში თითქმის ყოველდღიურ ნორმად იყო ქცეული სახალხო გამოსვლები და აჯანყებები. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,მასობრივად დაიწყო ნადირობა ჯადოქრობაში ბრალდებულ ქალბატონებზეც.თუმცა,პირველად “ჯადოქრების” წინააღმდეგ აქტი 1563 წელს გამოცემული იქნა ელისაბედ I-ის მიერ.
ჰენრი VIII-სა და ელისაბედ I-ის მმართველობებისას ინგლისის მოსახლეობის 2,5% იქნა სიკვდილით დასჯილი,რაც საკუთარი ერის გენოციდის ტოლფასი მოვლენა გახლავთ,რადგან ქვეყნის ყოველი 40 მოქალაქიდან ერთი მოქალაქე – აუცილებლად სიკვდილით ისჯებოდა!
“სისხლიანი მერის” მიმართ განსაკუთრებული აგრესია გამოიწვია იმან,რომ იგი არა პროტესტანტი,არამედ – კათოლიკე იყო,მაშინ,როდესაც მართლაც სისხლში ხელგასვრილი ჰენრი და ელისაბედი – პროტესტანტული აღმსარებლობის მქონე მონარქები იყვნენ.საყოველთაოდ არის ცნობილი,თუ როგორი ბრძოლა მიმდინარეობდა ძალაუფლებისა და გავლენებისათვის XVI-XVII საუკუნეების ინგლისში პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის. 1688 წელს აღნიშნული ბრძოლა პროტესტანტების ტრიუმფით დასრულდა,რამაც განაპირობა კიდეც მერი I ტიუდორის “სისხლიან მერიდ” წოდება.
კათოლიკეების მიმართ პროტესტანტების სიძულვილი რომ ძალიან დიდი გახლდათ,ეს ერთი ფაქტიც კარგად მოწმობს: 1606 წლის 31 იანვარს ინგლისში,ჯერ სასტიკი მეთოდებით აწამეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს ერთ-ერთი ინგლისელი დიდგვაროვანი-კათოლიკე – გაი ფოქსი.მას სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში დასდეს ბრალი და 5 ნოემბერს დააკავეს.მას შემდეგ,ინგლისელი პროტესტანტები ბავშვებს მთელი 4 საუკუნის განმავლობაში აწვევინებდნენ გაი ფოქსის გამოსახულებიან ფიტულებს საჯაროდ.როდესაც რწმენით კათოლიკე გაი ფოქსის წინააღმდეგ მიმართულ ისტორიას კარგად გადავავლებთ თვალს,აღარ დაგვჭირდება დიდი დროის დაკარგვა იმის ძიებაში,თუ რატომ უწოდეს გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ კათოლიკე დედოფალს – მერი I ტიუდორს “სისხლიანი მერი” – გამარჯვებულმა ინგლისელმა პროტესტანტებმა. (ავტორი გენია.ჯი)
ჰენრი VIII ტიუდორი
ელისაბედ I
ედუარდ VI
ტომას კრანმერი
გაი ფოქსი