„შიზოიდი” ბიზანტიის იმპერატორის – იუსტინე II-ეს შესახებ…
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიას მრავლად ახსოვს შიზოფრენიით დაავდებული და სხვადასხვაგვარი შლეგი თვისებებით შეპყრობილი ადამიანების მმართველობის ეპოქები. აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას შევაჩერებ დიდი ბიზანტიელი იმპერატორისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანის – იუსტინიანე I-ის უსაყვარლეს დისწულზე და ბიზანტიის შემდგომ იმპერატორზე 565-578 წლებში - იუსტინე II-ზე (520-578 წლები).ისტორიულად დადასტურებული ფაქტია,რომ ბიზანტიის რიგით მეექვსე იმპერატორის იუსტინე II-ეს მმართველობა ქვეყნისათვის სავალალო შედეგების მომტანი აღმოჩნდა (მან თავისი იმპერიის დიდი ნაწილი იტალიის უზარმაზარ ტერიტორიასთან ერთად სპარსელებთან ომის შედეგად დაკარგა).გარდა ამისა,მას ახასიათებდნენ,როგორც თავხედს,სულმოკლეს,მომხვეჭელსა და თავაშვებულ პიროვნებას.რიგი თანამედროვე ისტორიკოსებისა კი,იუსტინეს,თავისი შიზოიდური მიდრეკილებების გამო – “ფსიქიატრიული საავადმყოფოს სტანდარტულ კლიენტადაც” მოიხსენიებს. (ავტორი გენია.ჯი) ანტიქალკედონური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბიზანტიის იმპერიაში და მიაფიზიტური ქრისტოლოგიის გულმხურვალე მხარდამჭერი ასიელი ეპისკოპოსი – იოანე ეფესოელი (507-586 წლები),მეტად საინტერესო ცნობებს გვაწდიდა იუსტინეს ცხოვრების მეტად პიკანტურ გარემოებებზე.მისი ცნობების თანახმად,შიზოიდ მეფეს მუდმივად ჩაესმოდა ირეალური ხმები,რის გამოც იგი არაერთხელ ყვირილით დამალულა საწოლში.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული ხმების შედეგად ჭკუაზე შეშლილ იმპერატორს მხოლოდ ერთადერთი რამ ამშვიდებდა და ეს გახლდათ საიმპერატორო სასახლეში სპეციალურად დადგმული კლავიშებიანი სასულე მუსიკალური საკრავის – ორგანის ხმა,რომელიც ცნობისათვის ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში გამოიგონა დიდმა ძველბერძენმა გამომგონებელმა,მექანიკოსმა და მათემატიკოსმა – კტესიბიოსმა, და რომელზეც იმავე წამს იწყებდნენ მუსკის დაკვრას,რა წამსაც დაეწყებოდა იუსტინიანეს შიზოიდური შეტევები.საყურადღებოა ისიც,რომ იმ პერიოდში ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად,სწორედ ორგანის მუსიკის ხმა მიიჩნეოდა.
შიზოიდური შეტევებისას,იუსტინე არა მარტო საწოლის ქვეშ აფარებდა თავს, არამედ იგი ხშირად თავს ესხმოდა საკუთარ ქვეშევრდომებსაც, რა დროსაც გაშმაგებით კბენდა მათ თავზე. თუმცა ქვეშევრდომებმა ჭკუა იხმარეს და ოსტატებს სპეციალურად დაამზადებინეს ბორბლებიანი საიმპერატორო ტახტი,რომელსაც ბიზანტიის შლეგი იმპერატორის შიზოიდური შემოტევისას დიდი სისწრაფით დაატარებდნენ სასახლეში.ბორბლებიან ტახტში მჯდომ დიდი სისწრაფით მქროლავ იუსტინეს ასეთი სახის გართობა დიდ სიხარულს ანიჭებდა და შესაბამისად,მოსამსახურეებისადმი ამაზრზენი ქმედებების მიყენებისათვის ვეღარ იცლიდა.იყო შემთხვევები,როდესაც იმპერატორი სასახლის გარშემო ყეფითა და კნავილით დარბოდა.დაუდასტურებელი ცნობის თანახმად,იგი კანიბალიზმშიც კი იყო შემჩნეული და მას ორი ქვეშევრდომის შეჭმაში სდებდნენ ბრალს.ცნობილი ფაქტია ისიც,რომ ერთ დღეს მან კონსტანტინოპოლის პატრიარქს თავისთან გამოცხადება ქალის თავსაბურავით სთხოვა.იმის შიშით,რომ შიზოიდი იუსტინიანე არავის დაზოგავდა,მისი ტახტიდან გადაყენებას ვერავინ ბედავდა. 578 წლის 4 ოქტომბერს ბიზანტიის “შიზოიდი” იმპერატორი – იუატინე II გარდაიცვალა.ტახტზე კი ავიდა წარმომავლობით თრაკიელი – ტიბერიუს II კონსტანტინე,რომელიც მანამდე იუსტინიანე II-ეს პირადი დაცვის უფროსი და მეგობარი იყო. (ავტორი გენია.ჯი)
იუსტინე II და მისი მეუღლე – ელია სოფია
ტიბერიუს II კონსტანტინე