ბორის ელცინი – “ეპიზოდი”
ალკოჰოლისადმი განსაკუთრებული სიყვარულით სახელგანთქმული რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – ბორის ელცინი, 1994 წელს თანმხლებ პირებთან ერთად ციმბირში მდებარე სიდიდით მესამე ქალაქს კრასნოიარსკს ეწვია.ქალაქის ადმინისტრაციამ ელცინს სიურპრიზი მოუწყო და იგი მდინარე ენისეიზე თბომავლით გაასეირნა.თბომავლის ბორტზე მყოფი რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები ალკოჰოლური სასმელების მიღების შედეგად ძალიან გამოტყვრნენ.ბორის ელცინს აღნიშნული ვიზიტისას თან ახლდა საკუთარი პრეს-მდივანი – ვიაჩესლავ კოსტიკოვი,რომელიც სხვების მსგავსად ერთობ გამოთვრა.ალკოჰოლით გაბრუებულმა კოსტიკოვმა ელჩინს იმდენად მოაბეზრა თავი უგვანი ხუმრობებით,რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა საკუთარ დაცვას უხმო და ვიაჩესლავის,თბომავლის ბორტიდან მდინარე ენისეიში გადაგდება უბრძანა,რაც მათ “ღირსეულად” აღასრულეს კიდეც.კოსტიკოვის-და საბედნიეროდ,იგი თბომავლის გამცილებელი ერთ-ერთი კატერის ეკიპაჟის მიერ იქნა ცივი მდინარიდან ამოყვანილი და გადარჩენილი. (ავტორი გენია.ჯი)
თბომავლის გემბანიდან მდინარე ენისეიში გადაგდებული – ვიაჩესლავ კოსტიკოვი