კამბისე II – “ეპიზოდი”

კორუფცია სათავეს უძველესი ეპოქებიდან იღებს.იგი ანტიკურ ხანაშიც საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული.სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ამ უსაშინლესი სენის წინააღმდეგ ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფალი სხვადასხვა მეთოდებით იბრძოდა.აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ ერთ პატარა ისტორიას იმისა,თუ რა მეთოდი გამოიყენა ერთ-ერთი კორუფციული ფაქტის გაგების შემდეგ სპარსეთის მეფემ კამბისე II-მ (მმართველობის პერიოდი ძვ.წ.აღ-ით 530-522 წლები).დიდი ძველბერძენი ისტორიკოსისა და “ისტორიის მამად” წოდებული – ჰეროდოტეს გადმოცემის თანახმად,კორუმპირებულმა სპარსმა მოსამართლემ,სახელად – სისამნესმა,რომელსაც ქრთამი ჰქონდა აღებული,ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე არასამართლიანი და უკანონო განაჩენი გამოიტანა.აღნიშნული ფაქტი კამბისეს ყურამდე მივიდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი იმდენად აღაშფოთა სპარსი მოსამართლის მიერ ქრთამის აღებამ და შედეგად,უსამართლო განაჩენის გამოტანამ,რომ სასწრაფოდ ბრძანა მისი დაკავება.როდესაც სისამნესს წაყენებული ბრალდება დაუმტკიცდა,სპარსთა მეფემ ბრძანა,რომ მისთვის ცოცხლად გაეძროთ ტყავი.როდესაც ბრძანება შესრულებულ იქნა,კამბესემ ბრძანა კორუმპირებული მოსამართლის ტყავი კარგად დაემუშავებინათ და იგი იმ მოსამართლის სკამისათვის გადაეკრათ,რომელზეც ერთ დროს თავად სისამნესი იჯდა.ყველაზე საინტერესოა ის გარემოება,რომ სიკვდილით დასჯილი მამის თანამდებობა კამბისემ მისსავე ვაჟს გადააბარა და შესაბამისად,მას საკუთარი მამის ტყავისაგან დამზადებულ სკამზე მჯდომს უწევდა სასამართლო საქმეების წარმოება და განაჩენების გამოცხადება (ეს ეპიზოდი მოგვიანებით თავის ტილოებზე ასახა ისეთმა გენიალურმა მხატვარმა,როგორიც გახლდათ ნიდერლანდელი – ჟერარდ დავიდი). (ავტორი გენია.ჯი)

ჟერარდ დავიდის ტილო – “სისამნესის დაპატიმრება”

ჟერარდ დავიდის ტილო – “სისამნესის გატყავება”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>