კართაგენი – “ეპიზოდი”
აფრიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს სახელმწიფოში – კართაგენში,უსაშინელესი მსხვერპლშეწირვის ტრადიცია იყო დამკვიდრებული.კერძოდ,კართაგენელები მათ უზენაეს ღვთაებას – ბაალს,იგივე – მოლოჰს – ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად.მათი რწმენით,ასეთი ამაზრზენი მსხვერპლშეწირვა კართაგენს მტრებისაგან თავდასხმისა და სხვა საფრთხეების თავიდან აცილებაში დაეხმარებოდა. (ავტორი გენია.ჯი) კართაგენელები,უბედურ ბავშვებს თავიანთ ღვთაებას სარიტუალო მუსიკის ფონზე კოცონზე დაწვის საშუალებით სწირავდნენ.იმ შემთხვევაში,თუკი კართაგენს დიდი საფრთხე დაემუქრებოდა,მსხვერპლშეწირვისათვის ისინი ჩვეულებისამებრ არა ღარიბი კართაგენელი მოქალაქეების ბავშვებს,არამედ კართაგენელი დიდებულების შვილებს სწირავდნენ.დიდი რომაელი ისტორიკოსის – დიოდორე სიცილიელის (ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 90-30 წლები) გადმოცემის თანახმად,იმისათვის,რომ კართაგენელ დიდებულებს თავიანთი პატარები მსხვერპლშეწირვისათვის აერიდებინათ,სპეციალურად იყვანდნენ ღარიბი მოქალაქეებისა და მონების ბავშვებს და ისე ასაღებდნენ,თითქოს ისინი მათი შვილები იყვნენ.შესაბამისად,მსხვერპლშეწირვის შემთხვევაში,მდიდარი კართაგენელები სამსხვერპლოზე არა თავიანთ ნამდვილ შვილებს,არამედ სხვის შვილებს გზავნიდნენ.დიოდორესვე გადმოცემის თანახმად,სწორედ ასეთი საშუალებით გადაარჩინა უცილობელ მსხვერპლშეწირვას ჰამილკარ ბარკამ თავისი ვაჟი – ჰანიბალი,რომელიც შემდგომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კართაგენელ მხერადრთმთავრად და რომის მოსისხლე მტრად იქცა. (ავტორი გენია.ჯი)
ჰანიბალი
ღვთაება – ბაალი,იგივე – მოლოჰი,რომელსაც კართაგენელები ბავშვებს სწირავდნენ