“ტროლფეისის” შესახებ…
“ტროლფეისი” – წარმოადგენს შავ-თეთრი ფერისაგან შექმნილ ცბიერი და ღვარძლიანი ადამიანის სახის მქონე გამოსახულებას,რომელსაც ბაგეებზე თვითკმაყოფილი ღიმილი აქვს აღბეჭდილი.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,სწორედ ასეთივე სახეს იღებდა სკანდინავიური მითოლოგიის თანახმად ადამიანებისადმი მტრულად განწყობილი არსება – ტროლი მაშინ,როდესაც იგი ახალი დაპურებული იყო. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული გამოსახულება ასევე ასოცირდება ბოროტებასთან,ფარისევლობასა და ორპირობასთან.რაც ყველაზე საგულისხმოა,არის ის,რომ “ტროლფეისის” გამოსახულების ავტორი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი ამერიკელი სერიული მკვლელი და პედოფილი - ჰენრი ლი ლუკასი (1936-2001 წლები),რომელსაც სასამართლომ 11 ადამიანის მკვლელობა ოფიციალურად დაუმტკიცა (მათ შორის საკუთარი დედის).თუმცა თავად აღიარებდა,რომ მისი მსხვერპლის რაოდენოდა 300 ადამიანს შეადგენდა.თავდაპირველად მას სიკვდილით დასჯა გამოუტანეს განაჩენად,თუმცა მოგვიანებით ტეხასის შტატის გუბერნატორისა და აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის – ჯორჯ უოკერ ბუშის გადაწყვეტილებით,სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. 2001 წლის 13 მარტს 64 წლის ასაკში ჰენრი ლი ლუკასი გულის შეტევის შედეგად ჰანტსვილის ციხეში გარდაიცვალა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ის ერთადერთი სიკვდილმისჯილი გახლდათ ტეხასის შტატში,რომელსაც 1976 წელს სიკვდილით დასჯის აღდგენის შემდეგ სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვლეს.
სანამ ლუკასს დააკავებდნენ,იგი იმ სარდაფების კედლებზე,სადაც ადამიანებს (მათ შორის ბავშვებს) ხოცავდა და აუპატიურებდა,მუდმივად “ტროლფეისს” ხატავდა.საინტერესოა ისიც,რომ სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფმა პედოფილმა,აღნიშნული სურათი თავისი საკანის კედელზეც გამოსახა.
თავდაპირველად “ტროლფეისი” პედოფილების სიმბოლო გახლდათ ინტერნეტსივრცეში,თუმცა მოგვიანებით დანიშნულება შეუცვალეს და იუმორისტული დატვირთვა მიანიჭეს,რაც დღემდე ფართოდ არის გავრცელებული “მსოფლიო-ქსელში”.ასე რომ,საყოველთაოდ ცნობილი და ეგზომ “პოპულარული” – “ტროლფეისის” ავტორი,ამერიკელი სერიული მკვლელი,მანიაკი და პედოფილი – ჰენრი ლი ლუკასია. (ავტორი გენია.ჯი)
“ტროლფეისის” ავტორი – ჰენრი ლი ლუკასი
ტრაგედიის ერთ-ერთი ადგილი (სარდაფის კედელი),სადაც ლუკასმა “ტროლფეისი” გამოსახა