ვლად III ცეპეში – “ეპიზოდი”
განსაკუთრებული სისასტიკით სახელგანთქმული და უამრავი ლეგენდის წყაროდ ქცეული ვლახეთის მმართველი – ვლად III ცეპეში (1431-1476 წლები),იგივე – დრაკულა,წყობილებიდან გამოჰყავდა ამა თუ იმ ქალის მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილი ღალატის (თუნდაც ქალი ქვრივი ყოფილიყო) ან ქალიშვილი გოგონას მიერ უმანკოების უკანონოდ შებილწვის ამბებს.მას შემდეგ,რაც ცეპეში ასეთი სახის ინფორმაციას მიიღებდა,იგი მრუშობაში ბრალდებულთან სასწრაფოდ გზავნიდა თავის ჯარისკაცებს და როდესაც ბრალს დაუმტკიცებდა,უსასტიკესი მეთოდით ასალმებდა სიცოცხლეს.მსჯავრდებულ ქალს,საჯაროდ,ჯერ ცოცხლად გააძრობდნენ ტყავს და შემდეგ ძელზე სვამდნენ. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის,რომ დრაკულას თავისი თანამემამულეებისადმი მრუშობის მიმართ შიში შთაენერგა,ძელზე გასმული და სასტიკად ნაწამები ქალის ცხედარს ისეთ ადგილას აღმართავდნენ ხოლმე,სადაც განსაკუთრებული ხალხმრავლობა ფიქსირდებოდა.არავის ჰქონდა უფლება,სხავადასხვა სახეობის მტაცებელი ფრინველებისაგან დაფლეთილი მსხვერპლი ძელიდან ჩამოეხსნა და იგი მანამ იყო ასეთი სახით სახალხოდ წარმოდგენილი,სანამ მისგან მხოლოდ ჩონჩხი არ დარჩებოდა.აღნიშნული ქმედებით,ვლად III ცეპეში თავის თანამემამულე სუსტი სქესის წარმომადგენლებს აფრთხილებდა,რომ ისინიც ანალოგიური სასჯელის მოლოდინში უნდა ყოფილიყვნენ იმ შემთხვევაში,თუკი თავადაც შებილწავდნენ მეუღლისა და თავიანთ ღირსებებს. (ავტორი გენია.ჯი)