Nero Burning ROM – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი მრავალფუნქციური მულტიმედიური პაკეტის CD და DVD დისკებთან მუშაობის კომპიუტერულ პროგრამას – Nero Burning ROM (იგივე – “იწვის”),თავისი სახელწოდება და ლოგო შემთხვევით არ აურჩევია.აღნიშნული კალამბური სიტყვასიტყვით იშიფრება,როგორც – “ნერონი,რომის გადამწვავი”.შესაბამისად,იგი ასოცირდება რომის ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმული იმპერატორის – ნერონის მიერ 64 წლის 19 ივლისის ღამით რომზე გაჩენილ დიდ ხანძართან,რასაც ლოგოზე გამოსახული ცეცხლის ალიც მოწმობს. (ავტორი გენია.ჯი)