“საფეხბურთო ბუცების” გამოგონების ისტორიიდან…
“საფეხბურთო ბუცი” – წარმოადგენს მისი უდიდებულესობა – “ფეხბურთის” თამაშისათვის აუცილებელ სპეციალურ ფეხსაცმელს (ძირითადად ტყავის),რომლის უმთავრესი განმასხავებელი ნიშანი სხვა ჩვეულებრივი სპორტული ფეხსაცმელისაგან არის მის ძირზე განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და რაოდენობის შიპები.
საინტერესოა ის გარემოება,რომ ასეთი სახის სპორტული ფეხსაცმელი ჯერ კიდევ ინგლისის ტიუდორების დინასტიის მეფის ჰენრი VIII-ეს მმართველობიდან (1509-1547 წლები) იღებს სათავეს და შესაბამისად მის შესახებ პირველი ცნობებიც XVI საუკუნის ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება.ერთ-ერთი საფეხბურთო მმატჩის დროს,ჰენრი VIII-მ მინდორზე ფეხის ტრამვა მიიღო.სწორედ აღნიშნული ტრამვის მიღების შემდგომ უბრძანა მან პირად მეწაღეს,გვარად – კორნელიუსს,მისთვის დაემზადებინა ისეთი სახის სპეციალური სპორტული ფეხსაცმელი,რომელიც მინდორზე არ ისრიალებდა და თამაშის ნორმალურ საშუალებას მისცემდა.კორნელიუსმა მეფის ბრძანება პირნათლად შეასრულა და ისტორიაში პირველმა ბუცებმაც 1528 წელს ჰენრის უზარმაზარ გარდერობში დაიკავა ადგილი (სამწუხაროდ,მათ ჩვენამდე არ მოუღწევია).
საფეხბურთო ბუცების დანიშნულების ანალიზის გაკეთება სპორტულმა სამყარომ 1800-იან წლებში დაიწყო. XIX საუკუნის დასაწყისში ფეხბურთელები იყენებდნენ ბუცის წინა მხარეს მეტალის ბადეში ჩასმული ტყავისაგან დამზადებულ მძიმე და გრძელი თასმების მქონე ბუცებს,რაც მათ ფეხბურთის თამაშს ერთობ ურთულებდა.გარდა ამისა,ასეთი სახის ბუცებს მეტალისვე შიპები გააჩნდა. 1863 წელს საფეხბურთო ასოციაციის მიერ აკრძალული იქნა მათი გამოყენება მიყენებული ტრამვების სიხშირისა და სიმძიმის გამო. 1891 წელს საფეხბურთო წესებში ცვლილებები შევიდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ცვლილების თანახმად,დაშვებული იქნა ისეთი სახის “საფეხბურთო ბუცები”,რომელთა შიპები დამზადებული იქნებოდა არა მეტალისაგან,არამედ სხვა ისეთი მასალისაგან,რომელიც რკინის შიპებისაგან განსხვავებით,ნაკლებ ტრამვას მიაყენებდა ფეხბურთელებს.გარდა ამისა,შიპის ფორმა აუცილებლად მრგვალი უნდა ყოფილიყო.მას შემდეგ,დროის გასვლასთან ერთად იხვეწებოდა “საფეხბურთო ბუცების” ხარისხი,თუმცა XX საუკუნის დასაწყისიდან მეორე მსოფლიო ომის დადასრულამდე,მის დიზაინში ცვლილებები ფაქტიურად არ შესულა.
1949 წელს,გენიალურმა გერმანელმა მეწარმემ და კომპანია – Adidas-ის დამფუძნებელმა – ადოლფ (ადი) დასლერმა (1900-1978 წლები),ნამდვილი რევოლუცია მოახდინა “საფეხბურთო ბუცების” დამზადების კუთხით.მან შექმნა ისეთი სახის ბუცები,რომლებსაც სპეციალური რეზინისაგან დამზადებული შიპები გააჩნდა და რომელიც ბევრად უფრო მოსახერხებელი გამოსაყენებელი იყო მოედანზე. 1954 წლიდან Adidas-ის მიერ წარმოებულ შესანიშნავ ბუცებს ბაზარზე კონკურენციას თითქმის ვერავინ უწევდა და იგი გახლდათ 1954 წელს შვეიცარიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი სპორტული ბრენდი.დასავლეთ გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს,რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა,სწორედ Adidas-ის სპორტული ინვენტარი ემოსა.მათ შორის – “საფეხბურთო ბუცებიც”.ბერნში გამართულ ფინალურ მატჩს დასავლეთ გერმანიისა და უნგრეთის “დიდ” გუნდს შორის (3 : 2 გაიმარჯვა გერმანელებმა),თავად კომპანია ადიდასის დამაარსებელი – ადოლფ (ადი) დასლერიც დაესწრო.
მას შემდეგ “საფეხბურთო ბუცების” დამზადების ტექნოლოგია საოცარი სისწრაფით დაიხვეწა და დროთა განმავლობაში შეიქმნა ისეთი სახის “საფეხბურთო ბუცებიც” კი,როგორიც არის – “ჭკვიანი ბუცები”.კონკურენციამ კი სპორტული ტანისამოსის წარმოებაში (მათ შორის საუკეთესო ხარისხის საფეხბურთო ბუცების) აპოგეას მიაღწია და დღეს ადიდასთან ერთად დომინირებენ ისეთი გოლიათი ბრენდები,როგორებიც არის – “პუმა”,”ნაიკი”"დიადორა”,”უმბრო” და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)
ადოლფ (ადი) დასლერი – ინოვაციური “ადიდასის” ბუცით ხელში