ძიუნიტირო კოიძუმი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს,”ამომავალი მზის” ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა (2001-2006 წლებში) და ქვეყნის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის – ძიუნიტირო კოიძუმის სამუშაო კაბინეტიდან,პრემიერის პირად დაცვას დარტყმების შედეგად წარმოქმნილი ხმაური შემოესმათ და ისინიც უმალვე მის კაბინეტში შეცვივდნენ.თუმცა,საბედნიეროდ პრემიერის კაბინეტში რაიმე ექსესს ადგილი არ ჰქონია: კოიძუმი,საფეხბურთო ბურთს კედლის მიმართულებით ურტყამდა,რაც ხმაურის გამომწვევი მიზეზი იყო.როდესაც ძიუნიტირო დაცვის წევრების გაოცებულ სახეებს გადააწყდა,გაეღიმა და აუხსნა,რომ იგი ვალდებული იყო ცოტა წაევარჯიშა ბურთით,რადგან ელემენტარულად მაინც დაუფლებოდა ბურთის ფლობის ხელოვნებას.გარდა ამისა,იქვე დაამატა,რომ მანამდე მას არასოდეს უთამაშია ფეხბურთი.საინტერესოა ის გარემოება,რომ ქვეყნის პრემიერის საფეხბურთო ბურთით ვარჯიშის მიზეზი გახლდათ ის ფაქტი,რომ სულ რამდენიმე დღეში იაპონიაში მსოფლიოს 2002 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყებოდა,რომლის გახსნის მატჩზეც ბურთის თამაშში შეტანის პატივი სწორედ იაპონიის პრემიერ-მინისტრს – ძიუნიტირო კოიძუმის უნდა რგებოდა. და მართლაც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩზე საფრანგეთი – სენეგალი,სწორედ კოიძუმიმ შეიტანა ბურთი თამაშში. (ავტორი გენია.ჯი)