კასპარ დავიდ ფრიდრიხი – “ცხოვრების ეტაპები”
“ცხოვრების ეტაპები” – წარმოადგენს დიდი გერმანელი მხატვრისა და გერმანულ სახვით ხელოვნებაში რომანტიკული მიმართულების ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის – კასპარ დავიდ ფრიდრიხის (1774-1840 წლები) მიერ დახატულ შესანიშნავი ალეგორიული ჟანრის ტილოს.ნახატზე მუშაობა კასპარმა გარდაცვალებამდე ხუთი წლით ადრე ანუ 1835 წელს დაასრულა.მასზე მხატვარმა გადმოსცა თავისი შეხედულება და ფიქრი იმის შესახებ,თუ რა სწარაფად გადის ადამიანი ცხოვრებას და უახლოვდება სიკვდილს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ასეთი ჟანრის მქონე ტილოები,ფრიდრიხის შემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი მოტივი იყო.სურათი დახატული იქნა ზეთის საღებავების გამოყენებით ტილოზე.ტილოს სიმაღლე 72,5 სანტიმეტი,ხოლო სიგანე 94 სანტიმეტრია.
სურათზე გამოსახულია ბალტიის ზღვის სანაპირო დაისის (მზის ჩასვლის) ფონზე.წინა პლანზე ზურგით მყოფი ხანდაზმული ასაკის მამაკაცი უახლოვდება ორ ზრდასრულ ქალ-ვაჟსა და ორ პატარა ბავშვს. (ავტორი გენია.ჯი) მათ უკან კი ზღვაში კარგად მოჩანს სანაპიროდან სხვადასხვა დაშორების მანძილზე მყოფი ხუთი ხომალდი,რაც ადამიანის ცხოვრების ხუთ სხვადასხვავე ეტაპთან – დაბადებასთან,ბავშვობასთან,ახალგაზრდობასთან,სიბერესთან და სიკვდილთან ასოცირდება.პირველი ხომალდი დაბადების აღმნიშვნელია,ხოლო ბოლო და შორს მყოფი ხომალდი კი სიკვდილთან მიახლოების სიმბოლო.ფრიდრიხმა,აღნიშნულ ტილოზე საკუთარი თავი და ოჯახი გამოსახა.ზურგით გამოსახული მოხუცი მამაკაცი თავად კასპარია.პატარა ბიჭუნა,გასპარის უმცროსი ვაჟი – გუსტავ ადოლფი,პატარა გოგონა,მხატვრის უმცროსი ქალიშვილი – აგნესა ადელჰაიდი,მეორე პატარა გოგონა მხატვრის უფროსი ქალიშვილი – ემა,ხოლო ცილინდრში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი კი კასპარის დისშვილი – იოჰან ჰაინრიკი.მიუხედავად იმისა,რომ დიდი გერმანელი მხატვარი თავის ტილოებზე თითქმის არასოდეს არ გამოსახავდა რომელიმე რეალური ადგილის სილუეტებს,დაკვირვებული თვალი მაინც აშკარად დაინახავს მათზე მისი მშობლიური ქალაქის გრაიფსვალდის სანაპირო ხედების გავლენას (თანამედროვე გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი).
სპეციალისთთა ვარაუდით,თავდაპირველად აღნიშნული სურათის სახელწოდება სხვა იყო,თუმცა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მას სწორედ ის სახელი შეურჩიეს,რომლითაც ვიცნობთ კიდეც მას.კასპარ დავიდ ფრიდრიხის დიდებული ალეგორიული ჟანრის სურათი – “ცხოვრების ეტაპები”,დღესდღეობით დაცულია გერმანიის ქალაქ ლაიპციგში მდებარე სახვითი ხელოვნების მუზეუმში. (ავტორი გენია.ჯი)
კასპარ დავიდ ფრიდრიხი