ვასილი პოლინოვი – “ეპიზოდი”
1888 წელს – ისტორიული და პეიზაჟური ჟანრის დიდოსტატმა რუსმა მხატვარმა – ვასილი პოლინოვმა (1844-1927 წლები) დახატა ბიბლიური მოტივის მქონე შესანიშნავი სურათი – “ქრისტე და ცოდვილი ქალი”.აღნიშნულ ტილოზე ასახულია იოანეს სახარების მერვე თავში მოყვანილი საყოველთაოდ ცნობილი ეპიზოდი უფალი ჩვენი იესო ქრისტესა და ცოდვილი ქალის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად,პოლინოვმა ტილოს სახელად – “ვინ არის თქვენგან უცოდველი?” უწოდა.თუმცა რუსეთის იმპერიაში დამკვიდრებული მკაცრი ცენზურის გამო მხატვარი იძულებული გახდა მისთვის სახელწოდება შეეცვალა,რის შემდეგაც სურათს “ქრისტე და ცოდვილი ქალი” დაარქვა.პირველად,პოლინოვის აღნიშნულმა სურათმა დღის სინათლე პეტერბურგსა და მოსკოვში გამართულ ეგრეთ წოდებულ “მოძრავ გამოფენაზე” იხილა.მიუხედავად იმისა,რომ ტილო ფანტასტიური ოსტატობით იყო შექმნილი,ავტორს,თავს მაინც დიდი კრიტიკა დაატყდა.კრიტიკის მიზეზი კი გახლდათ ის,რომ სურათზე პოლინოვმა იესო ქრისტე,როგორც ჩვეულებრივი ადამიანი,ანუ ღვთისათვის დამახასიათებელი ნიმბუსის (ღმერთისა და წმინდანების თავს ზემოთ მოთავსებული სინათლე – ნათლის გვირგვინი) გარეშე გამოსახა.პოლინოვი კრიტიკოსებმა აიძულეს თავისი შედევრისათვის კვლავ (მესამედ) გადაერქვა სახელი და მას მხატვარმა საბოლოოდ – “უძღები ცოლი” უწოდა.თუმცა დღემდე მაინც ძველი სახელწოდებით – “ქრისტე და ცოდვილი ქალი”-ს სახელით მოიხსენიებენ.გასათვალისწინებელია ისიც,რომ მიუხედავად მძაფრი კრიტიკისა,ვასილი პოლინოვის შესანიშნავი ნახატი მაინც გაიყიდა და მისი მყიდველი თავად რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)
ვასილი პოლინოვი – “ქრისტე და ცოდვილი ქალი”