მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო – “ეპიზოდი”
1596 წელს,გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა და ევროპული სახვითი ხელოვნების რეფორმატორად წოდებულმა - მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯომ (1571-1610 წლები),თავისი პირველი ნატურმორტი,სახელწოდებით – “კალათა ხილით” დახატა.ცნობილია,რომ კარავაჯოს განსაკუთრებით უყვარდა სხვადასხვა სახეობის ხილი და როდესაც იგი გამოჩენილი რომაელი მხატვრის – ჩეზარე დ’არპინოს სახელოსნოში მუშაობდა (მოგვიანებით მათი თანამშრომლობა კონფლიქტში გადაიზარდა,საბოლოოდ კი – მტრობაში),უამრავი ხილის გამოსახულებიანი ნატურმორტი შექმნა.ფაქტობრივად,შესაძლოა ითქვას,რომ ხილი მისი შემოქმედების ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტად იქცა.”კალათა ხილით” – კარავაჯომ 23 წლის ასაკში დახატა და იგი იმთავითვე იქნა აღიარებული შედევრად.საინტერესოა ის გარემოება,რომ მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს სწორედ აღნიშნული სურათი მიიჩნევა ევროპულ სახვით ხელოვნებაში პირველ – ნატურმორტად.
მიქელანჯელოს გარდაცვალების შემდეგ ევროპაში (პირველად რომში) ჩამოყალიბდა განსაკუთრებული სამხატვრო სტილი,რომელსაც – “კარავაჯიზმი” უწოდეს.მისმა შემოქმედებამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა არა მარტო იტალიელი მხატვრების შემოქმედებაზე,არამედ სხვა დასავლეთევროპელი მხატვრების შემოქმედებებზეც.მაგალითად ისეთ ვირტუოზებზე,როგორებიც იყვნენ – რუბენსი,იაკობ იორდანსი,ჟორჟ დე ლატური,ველასკესი,რემბრანდტი,ხოსე რიბერა,იუდიტ ლეისტერი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)
“კალათა ხილით” – პირველი ნატურმორტი ევროპულ სახვით ხელოვნებაში