ფრანსუა დიუვალიე – “ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიას არაერთი ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმული დიქტატორი ახსოვს.მათ შორს “საპატიო” ადგილს იკავებდა კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულოვანი ქვეყნის – ჰაიტის რესპუბლიკის “უკვდავად” წოდებული პრეზიდენტი – ფრანსუა დიუვალიე (1907-1971 წელს).იმის დასადასტურებლად,რომ ჰაიტის პროფესიით ექიმი პრეზიდენტი ნამდვილი შიზოიდი იყო,რამდენიმე ფაქტს მოვიყვან მისი ბიოგრაფიიდან.
მას შემდეგ,რაც ფრანსუამ გულის შეტევა გადაიტანა და საავადმყოფოდან გამოეწერა,ბრალი მის ავადმყოფობაში ოპოზიციის ერთ-ერთ სრულიად უდანაშაულო ლიდერს – კლემენტ ბარბოს დასდო.იგი აცხადებდა,რომ ბარბოს მისი გარდაცვალებით ხელისუფლების ხელში ჩაგდება ეწადა. და დაიწყო კიდეც მის წინააღმდეგ ნამდვილი “ნადირობა”.მიუხედავად განსაკუთრებული მცდელობებისა,დიუვალიეს ჯალათებმა ბარბოს კვალს მაინც ვერსად მიაგნეს.აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე,ფრანსუა დიუვალიემ მიიჩნია,რომ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე შავი ფერის მქონე ძაღლად გადაიქცა,რის გამოც ქვეყანაში დაწყო შავი ფერის ძაღლების მასობრივი მკვლელობები.შიზოიდი ჰაიტელი მმართველის ამ სასტიკ გადაწყვეტილებას ჰაიტის რესპუბლიკაში მობინადრე ათასობით შავი ფერის ძაღლის განადგურება მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ამაზრზენი მოვლენის შემდგომ,დიუვალიეს ჯალათებმა ბარბოს ადგილსამყოფელს მაინც მიაკვლიეს და იგი სიკვდილით დასაჯეს.
გარდა ამისა,მაგიებისადმი მიდრეკილი ფრანსუა ძალიან უკმაყოფილო გახლდათ ჰაიტიზე მოღვაწე კათოლიკე სასულიერო პირების მიმართ,რის გამოც ისინი ქვეყნიდან გააძევა და საკუთარი თავი ვუდუს აფრიკული რელიგიის მიხედვით სიკვდილის სულის შურისმაძიებელ უხილავ სულად – ბარონ ლოას განსახიერებად გამოაცხადა.
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე,ჰაიტის რესპუბლიკის “მუდმივმა პრეზიდენტმა” – ფრანსუა დიუვალიემ ერთობ სკანდალური განცხადება გააკეთა: მან საკუთარ თავზე აიღო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობა.იგი ირწმუნებოდა,რომ სწორედ მისმა კენედისადმი გაგზავნილმა წყევლამ და შეჩვენებამ იმსხვერპლა იგი.
1971 წლის 21 აპრილს ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში 64 წლის ასაკში დიაბეტისა და გულის დაავადებების შედეგად გარდაიცვალა – ფრანსუა დიუვალიე.ხელისუფლება კი ხელში აიღო მისმა ვაჟმა – ჟან-კლოდ დიუვალიემ,რომელიც ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტად იქცა,რადგან პირველი საპრეზიდენტო მოვალეობის შესრულების დროს მისი ასაკი სულ რაღაც 19 წლი იყო. (ავტორი გენია.ჯი)