გაბრიელ გარსია მარკესი – “ეპიზოდი”
დიდმა კოლუმბიელმა მწერალმა-პროზაიკოსმა,გამომცემელმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ - გაბრიელ გარსია მარკესმა (1928-2014 წლები).რომელსაც “ბოროტი ენები” თავგადაკლულ კომუნისტად და სოციალისტური წყობის მეხოტბედ მოიხსენიებდნენ, 1990-იან წლებში მონაწილეობა მიიღო 1948 წელს დაარსებული არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციის – “მსოფლიო გაზეთების ასოციაციის” მიერ გამართულ ერთ-ერთ კონგრესზე.აღნიშნულ კონგრესზე მარკესი სიტყვით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე.გამოსვლის დასასრულს კი მან ერთი მეტად საინტერესო ანეკდოტი მოუყვა აუდიტორიას:
“მოსკოველი გაქუცული,კოჭლი და წირპლიანი ნაგაზი პარიზში გაიპარა და იქ შანს ელიზეზე მოსეირნე,მოვლილ ფრანგულ პუდელს გადაეყარა.
- აქ რამ გადმოგაგდო,ნუთუ შენს ქვეყანაში საჭმელი არ გაქვთ?
- როგორ არა,საჭმელი საკმარისი გვაქვს, – უპასუხა ნაგაზმა.
- აბა,თქვენი ქალი ძაღლები არ ვარგანან?
- არა,ჩვენი ქალები ძალიანაც რომ კარგები არიან.
- აბა,პარკები არა გაქვთ მოსაშარდად?
- პარკების მეტი რა გვაქვს, – მიუგო ნაგაზმა.
- მაშინ,პარიზში რა გინდა,რისთვის გამოიქეცი? – გაუკვირდა მოვლილ ფრანგულ პუდელს.
- რისთვის და საყეფრად! საყეფრად! – უპასუხა გაქუცულმა მოსკოველმა ნაგაზმა და გზა განაგრძო. (ავტორი გენია.ჯი)