კიმ ჩენ ირი – “ეპიზოდი”
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) აწ გარდაცვლილი მეთაური და კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივანი – კიმ ჩენ ირი (1941-2011 წლები),საკუთარ მოსახლეობას არწმუნებდა,რომ სენდვიჩის ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი სახეობა – ჰამბურგერი,სწორედ მან გამოიგონა პირველად.საინტერესოა ის გარემოება,რომ ჩრდილოეთ კორეის ოდიოზმა მმართველმა იმის საილუსტრაციოდ,რომ ჰამბურგერი მართლაც მისი გამოგონებული იყო,დედაქალაქ ფხენიანში ჰამბურგერების მწარმოებელი უზარმაზარი მოცულობის მქონე საწარმო ააგო.აღნიშნული საწარმოს გახნის დღეს,რომელსაც რაღა თქმა უნდა კიმ ჩენ ირიც ესწრებოდა,მან ქვეყნის მოსახლეობას შემდეგი სიტყვით მიმართა: “მიუხედავად უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა,მე მაინც მტკიცედ გადავწყვიტე,რომ ხარისხიანი პურითა და შემწვარი კარტოფილით გამოვკვებო ჩვენი ქვეყნის სტუდენტები,პროფესორები და მეცნიერთანამშრომლები”. (ავტორი გენია.ჯი)