მანუელ მარიანო მალგარეხო ვალენსია – “ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიას მრავლად მოეპოვება ისეთი უცნაური ფაქტები,სადაც ამა თუ იმ ქვეყნის მმართველმა თავიანთ უსაყვარლეს ცხოველებს სხვადასხვა სამხედრო თუ სამოქალაქო წოდებები მიანიჭეს.გამონაკლისი ამ მხრივ არც ბოლივიელი პოლიტიკური მოღვაწე და ქვეყნის პრეზიდენტი 1864-1871 წლებში – მანუელ მარიანო მალგარეხო ვალენსია (1820-1871 წლები) ყოფილა.მან კარგად შეისწავლა რომის უსასტიკესი და ამორალური თვისებების მქონე მმართველის კალიგულას ბიოგრაფია,რომელშიც ყველაზე მეტად ის მოეწონა,რომ,რომის იმპერატორმა საკუთარ ცხენს – ინციტატუსს – სენატორის უფლება-მოვალეობები უბოძა.აღნიშნული ფაქტით შთაგონებულმა ვალენსიამ,რომელიც ცხენებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა,თავის საყვარელ ცხენს,სახელად – ოლოფრეონს,ბოლივიის არმიის გენერლის ტიტული მიანიჭა. (ავტორი გენია.ჯი)