აბდალა ჰაიმე ბუკარამ ორტისი – “ეპიზოდი”
1996 წლის 10 აგვისტოს,სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე – ეკვადორის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოვალეობის შესრულებას შეუდგა ეკვადორელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე – აბდალა ჰაიმე ბუკარამ ორტისი.საინტერესოა ის გარემოება,რომ მან,სანამ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა,თავისი მეტსახელი – “El Loco” თავად შეარჩია.თარგმანით კი,აღნიშნული სიტყვა – “ფსიხს” აღნიშნავს.ეკვადორის მომავალმა პრეზიდენტმა ერთ-ერთი მუსიკალური მიმდინარეობის – პოპ-მუსიკის ჟანრის ალბომიც გამოუშვა,რომელსაც სახელად – “შეყვარებული ფსიხი” უწოდა.მოგვიანებით,ორტისმა თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით ისარგებლა და აღნიშნული ალბომის პრეზენტაცია ჩილეში გამართულ იბერო-ამერიკულ კონფერენციაზე გამართა. (ავტორი გენია.ჯი) პირველი,რაც მან საპრეზიდენტო უფლებამოვალეობის შესრულებისას განახორციელა იყო ის,რომ თავისთან უხმო ყოფილ საქმიან პარტნიორებს და მათი უმრავლესობა უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშნა.დარჩენილი თანამდებობები კი თავის უახლოეს ნათესავებს გადაუნაწილა.მათ შორის იყო აბდალას 18 წლის ვაჟი,რომელიც ეკვადორის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის უფროსად განამწესა.უამრავმა კორუფციულმა სკანდალმა,რომელიც აბდალასა და მისი გარემოცვის სახელთან იყო დაკავშირებული,არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია,არამედ მის წინააღმდეგ გამოვიდა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – “ეკვადორის ეროვნული კონგრესის” დეპუტატებიც. 1997 წელს ეკვადორელმა დეპუტატებმა იმპიჩმენტი მოუწყვეს ორტისს და იგი თანამდებობიდან გადააყენეს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ იმპიჩმენტის ოფიციალურ მოტივად დასახელებული იქნა აბდალა ჰაიმე ბუკარამ ორტისის – “არასრულფასოვანი გონებრივი შესაძლებლობები”. (ავტორი გენია.ჯი)