ნე ვინი – “ეპიზოდი”

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე მიანმარის კავშირის რესპუბლიკის (ყოფილი ბირმა) მმართველი (1962-1988 წლები) და შემდგომ პრეზიდენტი - ნე ვინი (1911-2002 წლები) ქვეყანას ოცდაექვსი წლის მანძილზე მართავდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ ნე ვინი ძალიან ცრუმორწმუნე ადამიანი იყო და არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას “წინასწარმეტყველებთან” კონსულტაციის გარეშე არ იღებდა.იგი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში,რომ დელფინების სისხლში ბანაობა მას ახალგაზრდულ იერს შეუნარჩუნებდა და ჯანმრთელობას გაუკაჟებდა.სწორედ,დელფინების სისხლის აბაზანების მიღება გახდლდათ ის მიზეზი,რის გამოც მისმა ქვეშევრდომებმა არაერთი დელფინი შეიწირეს.გარდა ამისა,ვინი ცრურწმენებს იმდენად ჰყავდა შეპყრობილი,რომ კაცობრიობის ერთ-ერთ უძველეს საინჟინრო გამოგონებაზე – ხიდზე გადასვლის დროს ყოველთვის უკანა სვლით გადადიოდა.მას სწამდა,რომ ასეთი უცნაური მეთოდით ხიდზე გადასვლა ხელს შეუწყობდა ბოროტი სულების მისგან განდევნას. 1988 წლის 23 ივლისს ქვეყანაში განვითარებულმა უმძიმესმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა,ნე ვინი იძულებული გახადა თანამდებობა დაეტოვებინა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>