ნიკულაე ჩაუშესკუ – “ეპიზოდი”
რუმინეთის განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე დიქტატორი 1965-1989 წლებში და ქვეყნის კომუნისტური პარტიის ლიდერი - ნიკოლაე ჩაუშესკუ (1918-1989 წლები),საკუთარ თავს – “კარპატელ გენიოსს” უწოდებდა.იგი იმდენად პატივმოყვარე და ამბიციური პოლიტიკოსი გახლდათ,რომ საკუთარი თავისთვის – სკიპტრაც კი დაამზადებინა საუკეთესო რუმნიელ ოსტატებს (ხელისუფლების უძველესი სიმბოლო,რომელიც სათავეს ფარაონების მმართველობის ეპოქებიდან იღებს).როდესაც აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა გენიალური ესპანელი ფერმწერისათვის და სიურეალიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის – სალვადორ დალისათვის,მან ჩაუშესკუს ერთობ ირონიული შინაარსის მქონე ტელეგრამა გაუგზავნა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,რუმინელმა დიქტატორმა სალვადორის სატირა ვერ გაიგო და ბრძანა,რომ იგი ადგილობრივი პრესის პირველივე გვერდებზე გამოექვეყნებინათ…
დაუდგენელი მოტივით,ერთ დღეს ნიკულაემ მოითხოვა,რომ თავისი უზარმაზარი საპრეზიდენტო სასახლისაკენ (რომლის აგებასაც 1980 წელს ბუხარესტის უმნიშვნელოვანესი ისტორიული კვარტლები შეეწირა) მიმავალი გზის სიგანე პარიზში მდებარე “ელისეის მინდვრების” გზაზე ერთი მეტრით განიერი ყოფილიყო,რაც რაღა თქმა უნდა აღსრულებულ იქნა კიდეც.
საყოველთაოდ არის ცნობილი ისიც,რომ ჩაუშესკუს მეუღლე – ელენა პეტრესკუ,ერთობ გაუნათლებელი ქალი იყო.მიუხედავად ამისა,ნიკულაემ ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიისაგან მოითხოვა,რომ ელენე აღნიშნული აკადემიის წევრად აერჩიათ,თუმცა უშედეგოდ.ჩაუშესკუების წყვილს ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრია და მალევე რუმინელი დიქტატორის ცოლს,რუმინეთში – “აკადემიკოსის” ხარისხი მიანიჭეს.
ნიკულაეს უზნეო ვაჟი – ვალენტინ ჩაუშესკუ,ალკოჰოლისადმი განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა.თუმცა მამამისი საჯაროდ აცხადებდა,რომ იგი მსოფლიო მნიშვნელობის ფიზიკოსი იყო და ამტკიცებდა,რომ მას რამდენიმე ტომი ჰქონდა დაწერილი ბირთვული ფიზიკის შესახებ,რაც რაღა თქმა უნდა სიმართლეს არ შეეფერებოდა. 1989 წლის 25 დეკემბერს ჩაუშესკუების წყვილი რუმინულ ქალაქ ტირგოვიშტეში დახვრიტეს.ვალენტინი ძმასთან – ნიკუსთან და დასთან – ზოიასთან ერთად დააკავეს,რის შემდეგაც მას ბრალი დასდეს ეროვნული ეკონომიკის განადგურებაში. 1990 წელს იგი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს. (ავტორი გენია.ჯი)
ელენა პეტრესკუ (ჩაუშესკუს მეუღლე)
ვალენტინ ჩაუშესკუ (ნიკულაეს უფროსი ვაჟი)
ნიკუ ჩაუშესკუ (ნიკულაეს უმცროსი ვაჟი)
ზოია ჩაუშესკუ (ნიკულაეს ქალიშვილი)
ნიკოლაე ჩაუშესკუსა და ელენა პეტრესკუს დახვრეტის ფოტო-კადრი