ენვერ ჰალილ ხოჯა – “ეპიზოდი”
ალბანეთის სოციალისტური რესპუბლიკის ხელმძღვანელი და “ალბანეთის სახალხო გმირი” – ენვერ ჰალილ ხოჯა (1908-1985 წლები),ძალიან უცნაური ბრძანებების გაცემითა და განკარგულებებით გამორჩეული პოლიტიკოსი გახლდათ.მისი ინიციატივით კომუნისტურ ალბანეთში მამაკაცებს აეკრძალათ წვერ-ულვაშის ტარება,აიკრძალა ფერადი ტელევიზორები და საბეჭდი მანქანები.გარდა ამისა,ხოჯას ბრძანებით ალბანეთის სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემსვლელ სტუმრებს,აუცილებლად უნდა მიეღოთ სპეციალური სადეზინფექციო აბაზანები.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი,ხოჯას ბრძანებით ალბანურმა სპეცსამსახურებმა ერთ-ერთი ალბანური სოფლიდან ის სტომატოლოგი გაიტაცეს,რომელიც სახითა და ფიზიკური აღნაგობით ძალიან ჰგავდა მას.იმისათვის,რომ იგი კიდევ უფრო დაემსგავსებინათ ქვეყნის ხელმძღვანელისათვის,გატაცებულ სტომატოლოგს ჩაუტარდა პლასტიკური ოპერაცია.ფაქტიურად,უბედურ სტომატოლოგს ალბანურმა სპეცსამსახურებმა არჩევანი არ დაუტოვეს და აქციეს კიდეც იგი ენვერ ჰალილ ჰოჯას “ორეულად”. (ავტორი გენია.ჯი)