“ლონგინუსის შუბი”
“ლონგინუსის შუბი” – წარმოადგენს ქრისტიანული რელიგიის იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს არტეფაქტს (შუბს),რომლითაც ახალი აღთქმისა და იოანეს სახარების მიხედვით ჯვარზე გაკრულ და უკვე აღსრულებულ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს რომაელმა ცენტურიონმა გაიუს კასისუს ლონგინუსმა ფერდში (მეოთხე და მეხუთე ნეკნს შუა) მიაყენა ჭრილობა.ყველაზე ძველ აპოკრიფტულ ლიტერატურაში ეს ამაზრზენი ფაქტი პირველად მოხსენიებულ აქვს ქრისტიანული რელიგიის საიდუმლო მიმდევარს – ნიკოდიმუსს,მის მიერვე IV საუკუნეში დაწერილ – “ნიკოდიმუსის სახარებაში”.გადმოცემის თანახმად,გაიუს კასიუს ლონგინუსი ხელმძღვანელობდა იმ რომაელ ჯარისკაცებს,რომლებსაც ევალებოდათ გოლგოთის ტერიტორიის დაცვა იესოს ჯვარცმის დროს.”ლონგინუსის შუბი” – რომაელი ცენტურიონის მამას ბიძამ უსახსოვრა,რომელიც თავის მხრივ რომის იმპერატორის – გერმანიკუსის არმიაში მსახურობდა.მოგვიანებით კი იგი ლონგინუსს მამამისმა გადასცა. (ავტორი გენია.ჯი) ფერდში დაჭრილი იესოს სხეულიდან წამსკდარი წმინდა სისხლი იესოს ერთ-ერთმა მოწაფემ – იოსებ არიმათიელმა “წმინდა გრაალის” სახელით ცნობილ ჭურჭელში შეაგროვა.ეს სწორედ ის იოსებ არიმათიელია,რომელმაც პილატესაგან გამოითხოვა აღსრულებული ქრისტე და სამარხში დაასვენა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ იესოს ჯვარცმის შემდეგ,გაიუს კასიუსი ღრმადმორწმუნე ქრისტიანად მოექცა და იგი კანონიზირებულ იქნა წმინდანად.სწორედ მისი წმინდანად კანონიზირების დროს უწოდეს მას – ლონგინუსი.
სხვა ლეგენდების თანახმად,აღნიშნული შუბის მფლობელი წმინდა მავრიკი გახლდათ.რიგი ექსპერტებისა ამ ვერსიას იზიარებენ და აცხადებენ,რომ “ლონგინუსის შუბი” ქრისტეს ჯვარცმიდან რამდენიმე ასეული წლის შემდეგ იქნა დამზადებული.მიუხედავად ამ ჰიპოთეზისა,”ლონგინუსის შუბის” მიმართ უდიდესი ყურადღება არ განელებულა და მისი ხელში ჩაგდება მაინც ბევრ ადამიანს ეწადა.მათ შორის რიგი ქვეყნების მეფეებს,იმპერატორებს და სხვა გავლენიან პირებს.სხვადასხვა ისტორიული წყაროები ირწმუნებიან,რომ შუბი თავის დროზე ეკუთვნოდა ისრაელის ლეგენდარულ მეფეს – სოლომონს და შემდგომ – იულიუს კეისარს.თუმცა,დოკუმენტურად დადასტურებული ქრინიკების მიხედვით,პირველი იმპერატორი,რომელიც მას ფლობდა,გახლდათ საღვთო რომის იმპერატორი – ოტო I დიდი (912-973 წლები).მან იმისათვის,რომ “ლონგინუსის შუბისათვის” საპატიო ადგილი მიეჩინა, 968 წელს გერმანულ ქალაქ მაგდებურგში სპეციალურად ააგებინა დიდებული ქრისტიანული ტაძარი.შემდგომ ეპოქებში მისი მფლობელები გახლდნენ – ოტო III (რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი),ჰაინრიხ IV (რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი),ფრიდრიხ I ბარბაროსა (რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი),ფრიდრიხ II შტაუფენი (რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი),კარლ IV (რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი – რომელმაც პირველმა უწოდა მას “ღვთის შუბი” და იგი ოქროთი და ვერცხლით შეამკობინა იმპერიის საუკეთესო იუველირებს),სიგიზმუნდ I ლუქსემბურგი (რომის საღვთო იმპერიის იმპერატორი),ბარონი ფონ ჰუგელი (რომელმაც იმისათვის,რომ ეს უძვირფასესი ქრისტიანული რელიქვია ხელში არ ჩავარდნოდა ნაპოლეონ ბონაპარტს,ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადამალა იგი),ადოლფ ჰიტლერი (მან ვენის ანშლუსის შემდგომ – “ლონგინუსის შუბი” – “იმპერიის განძად” გამოაცხადა და ვენიდან ნიურნბერგში გადაიტანა.თვითმკვლელობამდე ჰიტლერი ეცადა იგი საგულდაგულოდ გადაემალა და ბრძანა წყალქვეშა ნავის საშუალებით ანტარქტიდის კონტინენტზე გადაეტანათ.საბედნიეროდ ფიურერის ბრძანება რიგი მიზეზების გამო ვერ შესრულდა). 1946 წელს “ლონგინოსის შუბი” ამერიკელი სამხედროების მიერ იქნა აღმოჩენილი,რის შემდეგაც გარკვეული ხნის მანძილზე ის ამერიკელი გენერლის – ჯორჯ სმიტ პატონის (უმცროსის) ხელში გადავიდა.საბოლოო ჯამში კი “ლონგინუსის შუბი” ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განთავსებულ ჰოფბურგის დიდებულ სასახლეში იქნა დავანებული,სადაც დღემდეა დაცული.
“ლონგინუსის შუბი” იმდენად დიდ ინტერეს იწვევდა,რომ მის სანახავად უამრავი ხალხი ჩადიოდა ვენაში.მათ შორის ისეთი ცნობილი ადამიანებიც,როგორებიც იყვნენ – ჰიუსტონ ჩემბერლენი,უინსტონ ჩერჩილი და სხვები.გარდა ამისა,”ლონგინუსის შუბი” ერთად მოინახულეს გენიალურმა გერმანელმა კომპოზიტორმა რიხარდ ვაგნერმა და თავისი ათეისტური შეხედულებებით სახელგანთქმულმა გერმანელმა ფილოსოფოსმა – ფრიდრიხ ნიცშემ.მას შემდე,რაც იგი იხილეს,ნიცშემ ვაგნერს დანანებით უთხრა: “ღმერთი მოკვდა.ის მე და შენ მოვკალით”. (ავტორი გენია.ჯი)
“ლონგინუსის შუბი”,”საიმპერატორო ჯვარი” და “მაცოცხლებელი ჯვარი”
“ჯვარცმა”
“ჯვარცმა” – (რაბულას სახარებიდან)
გაიუს კასიუს ლონგინუსის ქანდაკება ვატიკანში
გაიუს კასიუს ლონგინუსის ხატი