ჯორჯ ფროსტ კენანი – “ნიურნბერგის სასამართლო პროცესის” შესახებ წერდა…
XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკელი დიპლომატი (აშშ-ის ელჩი საბჭოთა კავშირში),პოლიტოლოგი და ისტორიკოსი – ჯორჯ ფროსტ კენანი (1904-2005 წლები),რომელსაც “ცივი ომის” პერიოდში – “შეკავების პოლიტიკის იდეური მამა” უწოდეს,ისევე,როგორც სხვა საღად მოაზროვნე ადამიანების არმია,გაოგნებული და აღშფოთებული გახლდათ იმით,რაც საყოველთაოდ ცნობილი “ნიურნბერგის სასამართლო პროცესებზე” მოისმინა და ნახა.გერმანელი ფაშისტების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილმა უსასტიკესმა ქმედებებმა,კენანი ღრმა დეპრესიაშიც კი ჩააგდო და იგი მათ მიმართ უკიდეგანო ზიზღით განმსჭვალა. (ავტორი გენია.ჯი) თავის მემუარებში,ჯორჯი აღნიშნული საკითხის შესახებ წერდა:
“ნაცისტი ლიდერების მიერ ჩადენლი დანაშაულებები უსაზღვროდ საზარელი გახლავთ.მათ საკუთარი თავი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს,რომ მათივე შემდგომი სიცოცხლე დედამიწაზე ყოველგვარ აზრს კარგავს არა მარტო მათთვის,არამედ სხვებისთვისაც კი.მე პირადად მივიჩნევ,რომ ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა მოკავშირეთა არმიის ხელმძღვანელობას გაეცა მკაცრი ბრძანება: თუკი მოკავშირეების არმიის ჯარისკაცების ხელში აღმოჩნდებოდა რომელიმე მაღალჩინოსანი ნაცისტი დამნაშავე,ისინი ვალდებული ყოფილიყვნენ მისი პიროვნების იდენტიფიკაციის შემთხვევაში ადგილზევე დაეხვრიტათ ის… სასამართლო პროცესს არ ძალუძს გამოისყიდოს ან გამოასწოროს ის უსასტიკესი დანაშაულებები,რომლებიც ფაშისტებმა კაცობრიობის წინაშე უკვე ჩაიდინეს.კიდევ უფრო მაოცებს და მაშფოთებს ის გარემოება,რომ აღნიშნულ სასამართლო პროცესებზე,როგორც ერთ-ერთი მოსამართლე,დაშვებულია საბჭოთა მოსამართლე.იმ რეჟიმის მოსამართლე,რომლის სინდისზეც არის რუსეთში განხორციელებული რევოლუცია თავისი სისასტიკით,კოლექტივიზაციით,ოცდაათიანი წლებში ადამიანების მასობრივი წმენდით… ასეთი რეჟიმის მოსამართლის “ნიურნბერგის სასამართლო პროცესებზე” დაშვება ნიშნავს იმას,რომ ჩვენც ანუ ცივილიზებული სამყარო,ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ჩადენილ სტალინურ დანაშაულებებზე”. (ავტორი გენია.ჯი)