ნაპლეონ I ბონაპარტის მიმართვა ფრანგ ჯარისკაცებს…

1805 წლის 2 დეკემბერს გენიალური ფრანგი მხედართმთავრის - ნაპოლეონ I ბონაპარტის (1769-1821 წლები) არმიამ ჩეხეთში მდებარე ისტორიულ რეგიონში – მორავიაში,”აუსტერლიცის ბრძოლის” სახელით ცნობილ სისხლისმღვრელ ბრძოლაში უმძიმესი მარცხი აწვნია რუსეთის იმპერიისა და ავსტრიის კოალიციურ ჯარებს.აუსტერლიცთან გამარჯვება ნაპოლეონისათვის იგივე იყო,რაც კონსულატის დროს მარენგოსთან გამარჯვება,ანუ წარსული დიდებისა და მომავალი ძლიერების დასტური. 1806 წლის 14 ოქტომბერს,”იენა-აურშტედტის ბრძოლაში” ფრანგების არმიამ პრუსია-საქსონიის არმიებიც გატეხა წელში და ამით,ნაპოლეონმა ხელში უკვე კვერთხი კი არა,გლობუსი დაიჭირა.იმავე წლის 25 ოქტომბერს საფრანგეთის არმია ბერლინში შევიდა. (ავტორი გენია.ჯი) პრუსიის მეფის ფრიდრიხ-ვილჰემ III-ის მონარქია სულ რაღაც შვიდ დღეში დაემხო სამეფო ტახტების დიდი შემქმნელისა და დამაქცევლის წინაშე. 1806 წლის 27 ოქტომბერს დიდი გამარჯვებებით ფრთაშესხმულმა ნაპოლეონ I ბონაპარტმა გერმანიის ქალაქ პოსტდამის შტაბიდან ჩატარებულ კამპანიაზე თავის ჯარისკაცებს დასკვნითი სიტყვით მიმართა:

“ჯარისკაცებო!

გმადლობთ,რომ მოლოდინი არ გამიმტყუნეთ და ღირსეულად გაამართლეთ ფრანგი ხალხის ნდობა.გაჭირვებასა და სიძნელეს ისევე ვაჟკაცურად გაუმკლავდით,როგორც მტერს – ბრძოლის ველზე.თქვენ ჩემი გვირგვინის ღირსებისა და ჩვენი დიადი ხალხის დიდების ერთგული დამცველები ხართ.მანამ,სანამ ასეთი სულისკვეთებით იქნებით განმსჭვალულნი,წინ ვერაფერი დაგიდგებათ.მხედრები ქვეითებსა და არტილერიას ეჯიბრებოდნენ.ახლა აღარ ვიცი,რომელი უფრო შევაქო.ყველანი სამშობლოს ნამდვილი ჯარისკაცები ხართ.

ჩვენი გარჯის შედეგი ასეთია: ევროპის ერთ-ერთი უძველესი ბურჯი,რომელმაც გაბედა და ამას წინათ სამარცხვინო კაპიტულაცია შემოგვთავაზა, – განადგურებულია.შვიდ დღეში,გზად ჩატარებული ოთხი შეტაკებითა და ბოლოს,დიდი ბრძოლით,გადავიარეთ ფრანკოზიის,ზაალისა და ელბის ველ-მინდვრები,რასაც ჩვენი მამები შვიდ წელიწადში ვერ მოახერხებდნენ.ჩვენ უფრო სწრაფად აღმოვჩნდით პოსტდამში,ვიდრე იქ ჩვენი გამარჯვების ამბავი ჩააღწევდა.ტყვედ ავიყვანეთ 60 000 ადამიანი,ხელში ჩავიგდეთ 65 ალამი,მათ შორისაა პრუსიის მეფის გვარდიელების დროშებიც, 600 საარტილერიო იარაღი დავინარჩუნეთ, 3 ციხე-სიმაგრე ავიღეთ და 20 გენერალი წამოვიყვანეთ.ვიცი,თქვენს შორის ნახევარზე მეტია ისეთი ადამიანი,ვისაც სწყინს,რომ ერთხელაც არ გაუსვრია.პრუსიის მანარქიის ყველა პროვინცია ოდერამდე ჩვენია.

ჯარისკაცებო,რუსები ტრაბახობენ,რომ ჩვენთან მოვლენ,მაგრამ იცოდეთ,რომ მოხდება პირიქით – ჩვენ თავად წავალთ მათ შესახვედრად და მათ ნახევარ გზას შევუმოკლებთ.ისინი ახალ აუსტერლიცს შუა პრუსიასი ნახავენ.ერი,რომელმაც ჩვენი მოგებული ომის შემდეგ დაივიწყა დიდსულოვნება,რომლის წყალობითაც იმპერატორი,სამეფო კარი,არმიის ნარჩენები მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ,რომ კაპიტულაციაზე დავეთანხმეთ,ასეთი ერი წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევს. (ავტორი გენია.ჯი)

სანამ მათ შესახვედრად ვივლით,იმპერიაში შექმნილი ახალი არმიები მოვლენ და შეგცვლიან,რათა დაიცვან ჩვენი მონაპოვარი.ჩვენი ხალხი აღსდგა,იგი შეურაცხყოფილია პრუსიელი მინისტრების მიერ შემოთავაზებული სამარცხვინო კაპიტულაციით,ჩვენი ქუჩები და სასაზღვრო ქალაქები სავსეა გულანთებული ახალწვეულებით,რომელთაც ჩვენს კვალდაკვალ სიარული სურთ.ამიერიდან ვეღარ გაგვაცურებენ მოღალატე მემშვიდობენი და ხმალს მანამდე არ ჩავაგებთ ქარქაშში,სანამ არ ვაიძულებთ ინგლისელებს,ფრანგი ხალხის ამ დაუძინებელ მტრებს,უარი თქვან ბნელ ზრახვებზე,კონტინენტზე შფოთის თესვასა და ზღვათამპყრობელობაზე.

ჯარისკაცებო! სხვა რა გითხრათ იმაზე მეტი,რომ გულით ვატარებ იმ სიყვარულს,რომელსაც თქვენ ყოველდღიურად მიდასტურებთ”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>