პაულ იოზეფ გებელსი – “ეპიზოდი”

როგორც ცნობილია,ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გერმანელმა პოლიტიკურმა ფიგურამ მესამე რაიხში,სახალხო განათლებისა და პროპაგანდის მინისტრმა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სასტიკი დანაშაულების თანაავტორმა - პაულ იოზეფ გებელსმა,საკუთარ მეუღლესთან – მაგდა გებელსთან ერთად ჯერ საკუთარი ექვსი შვილი გამოასალმა სიცოცხლეს,ხოლო შემდგომ თავადაც სუიციდით დაასრულა სიცოცხლე.თუმცა მანამდე, 1945 წლის 1 მაისს იოზეფ გებელმა,ადოლფ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის თვითმკვლელობების შემდეგ,საბჭოთა არმიის ხელმძღვანელობასთან სამშვიდობო ზავის დადება სცადა და ეს მაშინ,როდესაც მოწინააღმდეგე იმ რაიხსკანცელარიის ბუნკერიდან,სადაც გებელსები აფარებდნენ თავს,სულ რაღაც 200 მეტრში იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) პასუხი იოზეფმა იმავე დღის 10 საათსა და 15 წუთზე მიიღო: საბჭოთა მხარე დაჟინებით მოითხოვდა გერმანელების უპირობო კაპიტულაციას.”კაპიტულაციის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ იქნება!” – განაცხადა გერმანიის ახალმა რაიხსკანცლერმა.მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ,სანამ მაგდასთან ერთად სიცოცხლეს სუიციდით დაასრულებდა,თავისთან იხმო ადოლფ ჰიტლერის პირადი პილოტი – ჰანს ბაური და მას,მესამე რაიხის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდალთან – კარლ დენიცთან შემდეგი სიტყვების გადაცემა დაავალა: “ადოლფ ჰიტლერი გარდაიცვალა.მინდა ყველამ იცოდეს,რომ ჩვენ შევეძლო არა მხოლოდ ცხოვრება და ბრძოლა,არამედ – სიკვდილიც!” 1945 წლის 1 მაისს პაულ იოზეფ გებელსმა და მისმა მეუღლემ – მაგდა გებელსმა სიცოცხლე ციანიდის კალიუმის გამოყენების საშუალებით თვითმკვლელობით დაასრულეს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>