“პროსტიტუცია” ძველი რომის იმპერიაში – “ეპიზოდი”

რესპუბლიკური მმართველობის დასრულების შემდგომ,რომაული სახელმწიფო უზარმაზარ იმპერიად ჩამოყალიბდა.მას კოლონიები გააჩნდა არა მარტო ევროპის კონტინენტზე,არამედ აფრიკისა და აზიის კონტინენტებზეც.იმპერიის გაძლიერებასთან ერთად დაპყრობილ ქვეყნებში იზრდებოდა რომაული კულტურის,ხელოვნების,ენის,რელიგიის,არქიტექტურისა და პოლიტიკური ინსტიტუტების გავლენა.თუმცა ამავე დროს იზრდებოდა რომის იმპერიის კოლონიებიდან “მარადიულ ქალაქში” ულამაზესი უცხოელი ქალების იძულებით მასობრივი შემოდინებაც.ტყვე და გაუბედურებული უცხოელი ქალბატონების ხვედრი საბოლოო ჯამში ან მონად გახდომა იყო,ან იძულებითვე პროსტიტუციით დაკავება.შესაბამისად,იმ პერიოდის რომი წალეკა პროსტიტუციამ.შესაძლებელია განვაცხადოთ,რომ “მარადიულ ქალაქში” პროსტიტუციას ნამდვილად აყვავების ხანა დაუდგა.რომაელები პროსტიტუციით კავდებოდნენ თეატრებში,ცირკებში,სარდაფებში,ქუჩებში,სასაფლაოებზე და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ძველრომაული ღმერთების ტაძრებშიც კი. (ავტორი გენია.ჯი) მეძავების მატებასთან ერთად იზრდებოდა სუტინიორების რიცხვიც,რომელთა შემოსავლის უმთავრეს წყაროს სწორედ მათ მფლობელობაში მყოფი მონა-ქალების სექსუალური მომსახურეობიდან შემოსული თანხები წარმოადგენდა.კურტიზან ქალებს მეპატრონეები ასწავლიდნენ ცეკვებს,სიმღერებს,კითარაზე და ფლეიტაზე დაკვრას.გარდა რიგითი კლიენტებისა,მათ ჰყავდათ პრივილიგირებული და მუდმივი საყვარლები,რომელთაც “amic”-ის სახელით მოიხსენიებდნენ.საინტერესოა ის გარემოება,რომ კურტიზანი ქალები უდიდეს გავლენას ახდენდნენ რომაულ მოდაზე,ხელოვნებასა და ლიტერატურაზე.ცნობილია,რომ მათ თავიანთი დღესასწაული,სახელად – “ვინალიუსიც” კი დააწესეს,რომელსაც ყოველი წლის 23 აპრილს,რომში მდებარე “ვენერას ტაძრის” წინ აღნიშნავდნენ.გარდა უცხოელებისა,პროსტიტუცია ფართოდ იქნა გავრცელებული ძველრომაელ სუსტი ნებისყოფის მქონე ქალებშიც,რის გამოც რომის იმპერიის სხვადასხვა მმართველები იძულებული ხდებოდნენ რიგი კანონების შემოღებით როგორმე აღეკვეთათ იგი.მაგალითად,ტიბერიუსმა პროსტიტუციით დაკავება აუკრძალა იმ რომაელ მანდილოსნებს,რომელთა მამა,ძმა ან ბიძა რომაულ ლეგიონებში მსახურობდნენ.თუკი ისინი კანონს დაარღვევდნენ,ამ შემთხვევაში ქალაქიდან გაძევებით ისჯებოდნენ; კალიგულამ – პროსტიტუციაზე გადასახადები დააწესა; დომიციანემ – კურტიზან რომაელ ქალებს მემკვიდრეობის მიღების უფლება ჩამოართვა; ალექსანდრე სევერუსმა – ყველა რომაელი კურტიზანი ქალის სახელის საჯაროდ გამოქვეყნება ბრძანა და ასე შემდეგ.მიუხედავად ამისა,ძველ რომში პროსტიტუცია მაინც ვერ იქნა დამარცხებული.ამ მოვლენისაგან შეშფოთებულმა რომაელმა სენატორებმა,იმისათვის,რომ პატიოსანი რომაელი ქალბატონები კურტიზანებისაგან გაერჩიათ,შემოიღეს კანონი,რომლის თანახმადაც სუსტი ნებისყოფის მქონე მანდილოსნებს თმები,აუცილებლად,ღია ყვითელ ან ჟღალ წითელ ფერებად უნდა შეეღებათ.დროთა განმავლობაში,რომის იმპერიის ხელისუფლებების მიერ შემოღებული უმკაცრესი კანონმდებლობების შედეგად,”მარადიულ ქალაქში” პროსტიტუციამ მასობრივი ხასიათი დაკარგა,თუმცა საბოლოოდ იგი მაინც არ გამქრალა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>