ფრედერიკა ეველინ სტიუელ კუკი – (ყველაზე დიდი ანდერძის ავტორი)
როგორც წესი,ადამიანთა უმეტესობა გარდაცვალების წინ ცალმხრივად ადგენს თავის გადაწყვეტილებას – “ანდერძს”,რომლის თანახმადაც განისაზღვრება,მისი აღსასრულის შემთხვევაში პირადი ქონების ამა თუ იმ მემკვიდრეზე გადაცემის საკითხი.გარდა ამისა,მასში შესაძლებელია ავტორის სიკვდილის შემდგომი სხვადასხვა უკანასკნელი თხოვნის ჩაწერაც,რასაც უმეტესწილად აწ გარდაცვლილი ოჯახის წევრები და ნათესავები აღასრულებენ.ანდერძის ბოლოს ავტორი თავის ხელრთვას ადებს და თანამედროვე ეპოქაში აფორმებს ნოტარიულადაც.ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანდერძი ისტორიაში,შედგენილი იქნა 1925 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ქალბატონისა და დიასახლისის – ფრედერიკა ეველინ სტიუელ კუკის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,აღნიშნული ანდერძი 95 940 სიტყვისაგან შედგება,რის გამოც იგი ანდერძის ავტორის ოჯახის წევრთა უმეტესობასაც კი არ აქვს სრულად წაკითხული.შესაძლებელია ადამიანმა იფიქროს,რომ ასეთი დიდი ანდერძის ავტორმა იმისათვის შეადგინა იგი,რომ დიდი ქონების პატრონი გახლდათო,თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის.საშუალო სოციალური ფენის მქონე ფრედერიკა არ ფლობდა მდიდარ მემკვიდრეობას,მაგრამ გააჩნდა ძალიან ბევრი მეგობარი და მტერი.ბრწყინვალე მეხსიერების მქონე ქალმა არც ერთი მათგანი არ დაივიწყა და მათ შესახებ ანდერძში დაწვრილებით ისაუბრა.საინტერესოა ის გარემოება,რომ ასეთი უზარმაზარი სახის დოკუმენტის დაწერას,კუკმა თავისი სიცოცხლის ოცი წელიწადი შეალია.როგორც ფრედერიკას ოჯახის წევრები ამბობენ,მათ ეგონათ,რომ ის არა ანდერძს,არამედ წიგნს წერდა.რიგი იმ ადამიანებისა,რომლებიც ასე თუ ისე გაეცვნენ მის ანდერძს,დღემდე მიიჩნევენ,რომ იმ შემთხვევაში თუკი სპეციალისტები კარგად დაამუშავებენ ფრედერიკა ეველინ სტიუელ კუკის დიდი მოცულობის მქონე ანდერძს,მისგან შესანიშნავ რომანსაც გამოიყვანენ. (ავტორი გენია.ჯი)