გენიალური “მედიკოსები” ამბობდნენ…

1. “აუცილებელია,ექიმმა შეინარჩუნოს სუფთა ხელები,სინდისი კი – უმანკო”. – ჰიპოკრატე (“მედიცინის მამად” წოდებული გენიალური ძველბერძენი ექიმი)

2. “კარგი ექიმი ფილოსოფოსიც უნდა იყოს”. – კლავდიუს გალენოსი (ბერძნული წარმომავლობის მქონე დიდი რომაელი ექიმი და ფილოსოფოსი)

3. “ექიმი ვალდებულია ფლობდეს შავარდნის თვალებს,ქალის ხელებს,გველის სიბრძნესა და ლომის გულს”. – ავიცენა (შუასაუკუნეების გენიალური სპარსი ექიმი,ფილოსოფოსი და მოაზროვნე) – (ავტორი გენია.ჯი)

4. “დიაგნოზი შესაძლოა იყოს ეკონომიური: კარგია მხოლოდ ის დიაგნოზი,რომელიც იღებს მაქსიმუმს მინიმალური კვლევის შედეგად”. – სამუილ რეინბერგი (გამოჩენილი ლატვიელი რენტგენოლოგი და მედიცინის მეცნიერებათ დოქტორი)

5. “ავადმყოფობის ყველაზე საუკეთესო წამალი – სულის კარგი მდგომარეობაა”. – თეოფრასტე პარაცელსი (შვეიცარული წარმომავლობის მქონე დიდი გერმანელი ექიმი და ალქიმიკოსი)

6. “ადამიანი თავად ატარებს თავის ყველაზე საშინელ მტერს”. - ჟულიენ ოფრე დე ლამერტი (გამოჩენილი ფრანგი ექიმი და ფილოსოფოს-მატერიალისტი)

8. “ავადმყოფობა და ჯანმრთელობა ერთ კანონს ემორჩილებიან”. - კლოდ ბერნარი (დიდი ფრანგი მედიკოსი)

9. “ყოველ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის,რასაც სხვები აკეთებენ”. – თომას იუნგი (დიდი ინგლისელი ექიმი,ფიზიკოსი და მექანიკოსი) – (ავტორი გენია.ჯი)

10. “მელანქოლია,დეპრესია,გაუბედაობა,ეგოიზმი – აი,სასტიკი გადასახადი უმაღლესი გონიერებით დაჯილდოვებული ადამიანებისათვის”. – ჩეზარე ლამბროზო (დიდი იტალიელი ექიმი-ფსიქიატრი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>