ფრაზეოლოგია – “სიტყვის თავისუფლების” შესახებ…

1. ”მე ჩემს ხალხთან თანხმობაში მოვედი: ისინი ილაპარაკებენ ყველაფერ იმას,რასაც მოისურვებენ,მე კი გავაკეთებ ყველაფერ იმას,რასაც მოვისურვებ”. – ფრიდრიხ II დიდი

2. “არ არსებობს იმაზე სასტიკი შეზღუდვა,ვიდრე – ვერ ილაპარაკო ის,რასაც ფიქრობ”. – შარლ დე სენტ-ევრემონი

3. “როგორც ჩანს,ენას თავისუფლება კბილების დაკარგვის შემდეგ უფრო ენიჭება”. – სტანისლავ ეჟი ლეცი - (ავტორი გენია.ჯი)

4. “ღვთის წყალობით ჩვენს ქვეყანას გააჩნია სამი უძვირფასესი კეთილდღეობა: სიტყვის თავისუფლება,სინდისის თავისუფლება და კეთილგონიერება,რომელიც არასოდეს სარგებლობს არც ერთით და არც მეორეთი”. – მარკ ტვენი

5. “კარგია,რომ თვალები აგვიხილეს,თუმცა ცუდია,რომ თვალების დახუჭვა აგვიკრძალეს”. – მიხაელ მამჩიჩი

6. “თავისუფალი პრესა ან კარგია ან ცუდი.ეს სრული სიმართლეა.თუმცა,კიდევ უფრო დიდი სიმართლეა ის,რომ დატყვევებული პრესა მხოლოდ ცუდი არსებობს”. – ალბერ კამიუ

7. “საშიში მხოლოდ აკრძალული თავისუფალი სიტყვაა”. – ლუდვიგ ბერნე

8. “ადამიანები თითქმის არ სარგებლობენ იმ თავისუფლებით,რომელიც მათ გააჩნიათ,მაგალითად – ფიქრის თავისუფლებით; ამის სანაცვლოდ ისინი კომპენსაციის სახით სიტყვის თავისუფლებას მოითხოვენ”. – სერენ კერკეგორი

9. “თავისუფლება – უპირველეს ყოვლისა უფლებაა ადამიანებს ელაპარაკო ყველაფერი ის,რისი მოსმენაც მათ არ სურთ”. – ჯორჯ ორუელი – (ავტორი გენია.ჯი)

10. “თავდაპირველად წვავენ წიგნებს,შემდეგ – მათ ავტორებს,ბოლოს კი – მკითხველებსაც”. – არკადი დავიდოვიჩი

კომენტარის დატოვება