რუდოლფ ფრანც ფერდინანდ ჰიოსის (ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის) შესახებ…
ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის სისასტიკით განთქმული კომენდანტის (1940-1943 წლებში) და შემდგომ ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების ინსპექტორის – რუდოლფ ფრანც ფერდინანდ ჰიოსის (1900-1947 წლები) სახელთან არა მარტო ადამიანების მასობრივი განადაგურების მექანიზმის შექმნა,არამედ მის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ბანაკებში გაზის “ციკლონ ბ”-ეს კამერების დადგმაც ასოცირდება.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ,კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულებების ერთ-ერთმა შემოქმედმა მიზანთროპმა,იმისათვის,რომ მართლმსაჯულებისათვის თავი აეცილებინა,გერმანიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ შლეზინგ-ჰოლშტეინს შეაფარა თავი და სხვა სახელი და გვარი – ფრიც ლანგა აიღო.მიუხედავად ამისა,მის მიმართ საგამოძიებო სამსახურის ინტერესი იმდენად მაღალი იყო,რომ იგი 1946 წლის 11 მარტს ინგლისელი სამხედრო პოლიციის მიერ მაინც იქნა დაკავებული. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ,ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის დაუნდობელი კომენდანტი “ნიურნბერგის საერთაშორისო პროცესის” ერთ-ერთი უმთავრესი ბრალდებული გახდა.აღნიშნული სასამართლოს პროცესზე,თავი ისე მოჰქონდა,თითქოს შეურაცხადი იყო,რასაც მისი თანამზრახველი ნაცისტი ბრალდებულებიც ადასტურებდნენ.ეს მაშინ,როდესაც სწორედ მათ ჩააბარეს ამ “შეურაცხად” ადამიანს მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ყველაზე საშინელი საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელობა.სასამართლომ დაადგინა,რომ მისი კომენდანტობის პერიოდში ოსვენციმში განადგურებული იქნა 2,5 მილიონი ადამიანი,მათ შორის ბავშვები,ქალები და უმწეო მოხუცები.იგი ამტკიცებდა,რომ მსხვერპლის რაოდენობა მისთვის უცნობი იყო: “მე არასოდეს ვიცოდი მსხვერპლის საერთო და ზუსტი რაოდენობა,რადგან არ გამაჩნდა არავითარი შესაძლებლობა ამ ციფრის დადგენისა.ჩემმა მეხსიერებამ მხოლოდ რამდენიმე ციფრი შემოინახა,რომელიც ეხება ყველაზე უმსხვილეს ღონისძიებას მათი განადგურებისა; ეს ციფრი რამდენჯერმე დამისახელა ადოლფ აიხმანმა (ხელმძღვანელი და მთავარი დამნაშავე დაახლოებით 6 მილიონი ებრაელის საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტირებასა და განადგურებაში) – 1 100 000 ადამიანი”.როდესაც მოსამართლემ ჰკითხა თუ რატომ ანადგურებდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანს,მიზანთროპმა ჰიოსმა უპასუხა: “უპირველეს ყოვლისა,ჩვენ ვალდებული ვიყავით ფიურერისათვის მოგვესმინა და არა გვეფილოსოფოსა”.
რუდოლფ ფრანც ფერდინანდ ჰიოსს – სასამართლომ კაცობრიობის წინააღმდე ჩადენილი დანაშაულებისა და მილიონობით უდანაშაულო ადამიანის განადგურებისათვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა,რაც აღსრულებულ იქნა 1947 წლის 16 აპრილს (ჩამოახრჩვეს).
საინტერესოა ის გარემოება,რომ რუდოლფის “ზეობის” პერიოდში,მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი – რაინერ ჰიოსი,მამამისმა,გერმანიაში სპეციალირად დაარსებულ ინტერნეტში მიიყვანა და იქვე აღიზარდა.მან არ იცოდა თუ ვისი სისიხლი ჩქეფდა მის სხეულში,შესაბამისად,არ იცოდა თუ ვინ გახლდათ მესამე რაიხის უსაშინლესი ჯალათი – რუდოლფი,ანუ ბაბუამისი. 15 წლის ასაკში მყოფმა რაინერმა მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ მებაღეს ბუტერბროტები მოპარა.მებაღემ ბავშვები დაიჭირა.ის არავის შეხებია ხელით,გარდა რაინერისა,რომელიც სასტიკად სცემა.ამის მიზეზი კი გახლდათ მხოლოდ ის,რომ მებაღემ ძალიან კარგად იცოდა თუ ვისი შვილიშვილი იყო იგი (“ბაბუას ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილები”).აქვე განვმარტავ,რომ მებაღესაც ჰქონდა ოსვენციმის ჯოჯოხეთი ჰიოსის კომენდანტობის პერიოდში გავლილი.სწორედ ამ მომენტიდან გაიგო რაინერმა ბაბუამისის შესახებ შოკის მომგვრელი ინფორმაცია.სახლში დაბრუნებულმა მოზარდმა მშობლებისაგან მკაცრად მოითხოვა განმარტება,თუმცა უშედეგოდ,რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა.მას შემდეგ,რაინერმა მშობლებთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა,რადგან მამამისი კვლავაც ნაციზმის ერთგული დარჩა.გარკვეული დროის გასვლის შემდეგ,რაინერმა თავის ახლობლებთან საუბრისას შემდეგი რამ თქვა: “არ ვიცი ცოცხალია თუ არა მამაჩემი.თუმცა,კიდეც რომ ცოცხალი იყოს და ჩემს ფეხებთან დაჩოქილი შებრალებასა და დახმარებას ითხოვდეს,მას ერთ ჭიქა წყალსაც კი არ მივაწვდიდი.ბაბუაჩემს კი ცოცხალს რომ შევხვედროდი,აუცილებლად საკუთარი ხელით გამოვასალმებდი წუთისოფელს”.
საყურადღებოა ისიც,რომ შვეიცარიელმა მდიდარმა ბანკირებმა “დიდი ჰიოსის” ადამიანური თვისებებით დაჯილდოებულ შვილიშვილს – რაინერ ჰიოსს,ერთ-ერთი არაოფიციალური ნეონაცისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შესთავაზეს,თუმცა მისგან რაღა თქმა უნდა სასტიკი უარი მიიღეს.იმისათვის,რომ რაინერს თავისი წინაპრების ისტორიული დანაშაულებები ოდნავ მაინც გამოესყიდა,ძალიან აქტიურად ჩაერთო რასიზმისა და მემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. (ავტორი გენია.ჯი)
რუდოლფ ჰიოსი ოსვენციმში
რუდოლფ ჰიოსი სასამართლოზე
რუდოლფ ჰიოსი სახრჩობელაზე
რაინერ ჰიოსი (რუდოლფის შვილიშვილი)