ალბერტ I – “ეპიზოდი”
ბელგიის სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ინტელექტუალი მეფე საქსონ-კობურგ-გოთას დინასტიიდან – ალბერტ ლეოპორდ კლემენტ მარია მეინრადი (1875-1934 წლები),იგივე – ალბერტ I,არა მარტო სამშობლოს დიდი მოყვარული მონარქი გახლდათ,არამედ ლიტერატურის უდიდესი მოყვარულიც იყო.იგი დღეში საშუალოდ ორ წიგნს კითხულობდა.გარდა ამისა გატაცებული გახლდათ მოგზაურობითა და სპორტით,მათ შორის ალპინიზმითაც,რასაც საბოლოოდ ემსხვერპლა კიდეც (მარშ-ლე-დამის მთაზე ასვლისას დაიღუპა).გაურბოდა ფუფუნებას და უყვარდა სტუმრების მიღება.მის სახელთანვე ასოცირდება აფრიკის კონტინენტზე განთავსებულ ბელგიურ კოლონიებში ერთობ ჰუმანური მმართველობითი ფორმების შემოღება. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანული არმია შეიჭრა ბელგიაში და დაიკავა ქვეყნის დედაქალაქი ბრიუსელი,ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი – ალბერტ I,საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცებს თავად მიუძღოდა წინ დამპყრობლებთან წინააღმდეგ ბრძოლაში.ამავე დროს ფრონტის წინა ხაზზე რიგითის რანგში იბრძოდა მისი 14 წლის ვაჟიშვილი – ლეოპოლდიც (ბელგიის სამეფოს მომავალი მეფე).ხოლო ალბერტის მეუღლე და ბელგიის დედოფალი – ელისაბედ ბავარიელი კი ჩვეულებრივ მედდად მუშაობდა ადგილობრივ ჰოსპიტალში,რა დროსაც თავისი ხელით უხვევდა ჭრილობებს დაჭრილ ბელგიელ ჯარისკაცებს.
მეფისა და მისი ოჯახის წევრების გასაოცარი ადამიანური თვისებებისა და გმირობის გამო,ალბერტმა არა მარტო თავის სამშობლოში მოიპოვა უდიდესი პოპულარობა და სიყვარული,არამედ ანტანტის ქვეყნებშიც დიდი ავტორიტეტი შეიძინა.თავისი ვაჟკაცური ბუნებისა და ბრძოლაში აქტიურობის გამო,ალბერტს – “მეფე-რაინდი” და “მეფე-ჯარისკაცი” უწოდეს.რიგმა ინგლისელმა მწერლებმა და პოეტებმა კი გამოსცეს კრებული,სახელწოდებით – “მეფე ალბერტის წიგნი”.პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ბელგიის დიდებულმა მეფემ უდიდესი წვლილი დაიდო ქვეყნის აღდგენის საქმეში და იგი ბელგიის ეროვნულ გმირადაც იქნა აღიარებული. (ავტორი გენია.ჯი)
ელისაბედ ბავარიელი (ალბერტ Iის მეუღლე)
ალბერტ I და ელისაბედ ბავარიელი
ლეოპოლდ III (ალბერტ I-ის ვაჟი და ბელგიის სამეფოს მომავალი მეფე)