ბეტ დეივისის განცხადება…

1977 წლის 10 მაისს მანჰეტენზე გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა ჰოლივუდში მოღვაწე მუნჯი და ხმოვანი კინოს დიდი ამერიკელი მსახიობი ქალი – ჯოან კროუფორდი. 1930-იან წლებში მისი პოპულარობა ისეთი გენიალური მსახიობების პოპულარობასაც კი უტოლდებოდა,როგორებიც გახლდნენ – მარლენ დიტრიხი და გრეტა გარბო.მიუხედავად ამისა,კროუფორდის უმთავრეს კონკურენტად წლების განმავლობაში,მაინც,კინო-ტელე და თეატრის დიდი ამერიკელი მსახიობი ქალი – ბეტი დეივისი განიხილებოდა.მათ შორის წარმოშობილმა კონკურენციამ საბოლოო ჯამში აშკარა მტრობის სახე შეიძინა.მას შემდეგ,რაც დეივისმა კროუფორდის გარდაცვალების შესახებ მოისმინა ინფორმაცია,თავისი მტრობა მის მიმართ მაინც ვერ მისცა დავიწყებას და აწ გარდაცვლილი კონკურენტის შესახებ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “გარდაცვლილების შესახებ ცუდის ლაპარაკი მიზანშეწონილი არ არის,რის გამოც მათზე მხოლოდ კარგის ლაპარაკია საჭირო… ჯოან კროუფორდი მკვდარია.ეს კი ძალიან კარგია”. (ავტორი გენია.ჯი)

ბეტ დეივისი

P.S. ზემოთ განთავსებულ სურათზე გამოსახულია – ჯოან კროუფორდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>