იუსტინიანე II “რინოტმეტოსი”-ს შესახებ…
ჰერაკლიდების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ბიზანტიის იმპერატორი - იუსტინიანე I “რინოტმეტოსი” (669-711 წლები),სამეფო ტახტზე 16 წლის ასაკში ავიდა.მისთვის დამახასიათებელი თვისება გახლდათ განსაკუთრებული სისასტიკე,რის გამოც თავისი იმპერიის მოქალაქეებს მალევე შეაძულა თავი.მისდამი ხალხის სიძულვილით ისარგებლა ბიზანტიელმა მხედართმთავარმა ლეონტიოსმა,რომელიც 695 წელს ციხიდან გაიქცა და დედაქალაქის მოსახლეობა მის წინააღმდეგ აამბოხა.აჯანყების შედეგად ტახტიდან ჩამოგდებული და დაკავებული იქნა იუსტინიანე,რომელსაც ლეონტიოსის ბრძანებით მოჰკვეთეს ენა და ცხვირი,რის გამოც ეწოდა კიდეც მას “რინოტმეტოსი” ანუ “უცხვირო”. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ამის შემდგომ,იგი ყირიმის ნახევარკუნძულზე,კოლონია ხერსონში გადაასახლეს.დიდი ხნის მანძილზე იუსტინიანე გასაიდუმლოებულ ვითარებაში ცხოვრობდა.მიუხედავად უამრავი პრობლემისა,ძალაუფლების ხელახლა ხელში აღების იმედს მაინც არ ჰკარგავდა და გაიქცა კიდეც ყირიმიდან.თავშესაფარი ბულგართა ხანს ტერველს სთხოვა და მიიღო კიდეც.სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო იუსტინიანემ ბიზანტიის საიმპერატორო ტახტის ხელახლა ხელში ჩასაგდებად ბრძოლა. 705 წელს იგი ბულგარელთა ჯარებით (15 000 მებრძოლი) კონსტანტინოპოლს დაესხა თავს და გამარჯვების შემდეგ,კვლავაც იმპერატორად ეკურთხა.მისი ბრძანებით,აწ უკვე ყოფილ ბიზანტიის იმპერატორებს ტიბერიუს III-სა და ლეონტიოსს თავები მოჰკვეთეს,ხოლო კიდევ ერთ მტერს კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს კალინიკე I-ს უფლება-მოვალეობები აჰყარეს,თვალები დათხარეს და გადაასახლეს რომში,სადაც მოკლული იქნა კიდეც.
იუსტინიანეს არც თავისი გადამრჩენელი და მეგობარი,ბულგართა ხანი ტერველი დავიწყებია,რომელსაც “ცეზარის” ტიტული უბოძა.ენა და ცხვირ მოკვეთილმა ბიზანტიის იმპერატორმა იუველირებს სუფთა ოქროსაგან დაამზადებინა ცხვირის პროთეზი,ხოლო ენას კი რაღა თქმა უნდა ვერაფერი მოუხერხა. 1711 წელს ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი უსუსტესი იმპერატორი იუსტინიანე II “რინოტმეტოსი”,სომხური წარმომავლობის მქონე ბიზანტიის შემდგომი იმპერატორის – ფილიპიკოს ბარდანესის უშუალო ხელმძღვანელობით მეორედაც ჩამოაგდეს ტახტიდან და 1711 წლის 11 დეკემბერს თავიც მოჰკვეთეს. (ავტორი გენია.ჯი)
ლეონტიოსი
ტიბერიუს III
ფილიპიკოს ბარდანესი (იუსტინიანე II-ეს ტახტიდან მეორედ ჩამოგდების ინიციატორი და ბიზანტიის იმპერიის შემდგომი იმპერატორი)
ტერველი (ბულგარეთის პირველი სამეფოს ხანი და იუსტინიანე II-ს მეგობარი)
კალინიკე I (იუსტინიანეს მიერ გადასახლებული და თვალებდათხრილი კონსტანტინოპოლის პატრიარქი)