ფაშისტი სამხედრო დამნაშავეები აცხადებდნენ…
1. “თქვენ მუდმივად საუბრობთ ჩვენს დანაშაულებებზე.რას იტყვით იმაზე,რომ 300 000 ადამიანი იქნა განადგურებული ატომური ბომბის ჩამოგდების შედეგად იაპონიაში? ან თუნდაც მოკავშირეების ავიაციის მიერ გერმანული ქალაქების დაბომბვებზე? ესეც ხომ ისეთივე მასობრივი მკვლელობები იყო?!” – ალფრედ ერნსტ როზენბერგი (მესამე რაიხის მთავარი იდეოლოგი)
2. “ჰიტლერი ჩვენი ბელადი იყო.მე ვერ შევძლებდი ფეხზე მდგომი მის დანახვას უცხოელი მოსამართლეების წინაშე.თქვენი ხალხი იცნობდა ფიურერს.ის პირველი წამოდგებოდა ფეხზე და იტყოდა: “მე გავცემდი ბრძანებებს და ამიტომ,საკუთარ თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობასო”.თუმცა მე მერჩივნა ათჯერ მოვმკვდარიყავი,ვიდრე გერმანიის ლიდერის ასეთი დამცირების თვითმხილველი გავმხდარიყავი”. – ჰერმან ვილჰელმ გერინგი (ნაცისტური გერმანიის საჰაერო მიმოსვლის მინისტრი)
3. “დაველოდოთ ოცი წლის გასვლას.გერმანია კვლავ ფეხზე დადგება.როგორი განაჩენიც არ უნდა გამომიტანონ მოსამართლეებმა,მე ვიქნები აღიარებული უდანაშაულოდ ქრისტეს წინაშე”. – რუდოლფ ჰესი (ადოლფ ჰიტლერის მოადგილე 1933-1939 წლებში) – (ავტორი გენია.ჯი)
4. “თუკი თქვენ ფიქრობთ,რომ ეს დასასრულია,მაშინ ძალიან ცდებით.ჩვენ გავხდებით მონაწილეები ახალი ჰიტლერული ლეგენდის დასაწყისისა”. – ჰანს ფრიჩე (ნაცისტური გერმანიის პროპაგანდისტი)
5. “ყველა რასას უფლება აქვს თავი დაიცვას ისეთივე მეთოდებით,როგორც ამას აკეთებდა ათასწლეულების განმავლობაში ებრაელები.თქვენც,ამერიკაში,ანალოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით.ნიურნბერგის რასობრივი კანონები იცავდნენ არიულ რასას”. – ვილჰელმ ფრიკი (მესამე რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრი 1933-1943 წლებში)
6. “როტერდამის დაბომბვის შესახებ გიპასუხებთ,რომ დანაკარგები იქ ისეთი მძიმე არ ყოფილა,როგორიც ლაიპციგის დაბომბვისას იყო.მოკავშირეებმა ეს მაშინ განახორციელეს,როდესაც ომი უკვე მოგებული ჰქონდათ”. – ალფრედ იოდლი (ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის შეფი)
7. “გერმანიას არ დაურღვევია მიუნხენის შეთანხმება.ჩვენი შეცდომა მდგომარეობს მხოლოდ იმაში,რომ – ომი წავაგეთ.მინდა შეგახსენოთ,რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 150 წლის მანძილზე 150-ჯერ გამოიყენა არმია საკუთარი ოპოზიციის პროტესტის ჩასახშობად”. – იოახიმ ფონ რიბენტროპი (ნაცისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი)
8. “ასი წლის განმავლობაში – ანტისემიტიზმი პოლონეთში უფრო ძლიერი იყო,ვიდრე გერმანიაში.იქ გაისმოდა შეძახილები: “გადავარჩინოთ რწმენა – გავანადგუროთ ებრაელები”. – არტურ ზაის-ინკვარტი (მესამე რაიხის პოლიტიკური მოღვაწე) – (ავტორი გენია.ჯი)
9. “მე არ შემიქნია ებრაული პრობლემა: ის,ჩემამდე საუკუნეებით ადრე არსებობდა.ყოველდღიურად ვხედავდი,თუ როგორ იჭრებოდნენ ისინი გერმანიის ცხოვრების ყველა სფეროში, და მაშინ ვთქვი,რომ ამას ბოლო უნდა მოღებოდა.გარდა ამისა,თუკი თქვენ კარგად გაეცნობით “თალმუდს”,მაშინ გაიგებთ,რომ ქრისტიანებმა აუცილებლად უნდა მიიღონ ზომები ებრაელებისაგან თავდასაცავად…” – იულიუს შტრაიხერი (ანტისემიტური ყოველკვირეული გაზეთის – “შტიურმერის” გამომცემელი)
10. “მე პატივს ვცემ ამერიკელ ოფიცრებსა და სამხედროებს,თუმცა არა ამერიკულ იუსტიციას”. – ფრიც ზაუკელი (მესამე რაიხის პოლიტიკური მოღვაწე)