ფრანც ფონ შტუკი – “ეპიზოდი”
დიდმა გერმანელმა მხატვარმა და მოქანდაკემ - ფრანც ფონ შტუკმა (1863-1928 წლები),იმ წელს (1889 წელი),როდესაც ქვეყნიერებას ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში მოევლინა კაცობრიობის დაუძინებელი მოსისხლე მტერი და მიზანთროპი – ადოლფ შიკლგრუბერი,იგივე – ადოლფ ჰიტლერი,სრულიად შემთხვევით დახატა სურათი,სახელწოდებით – “ველური რბოლა”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ტილოზე გამოსახულია ცხენზე მჯდომი ძველ გერმანელთა მითიური სისტემის უზენაესი ღმერთი და ღმერთების სკანდინავიური პანთეონის მამამთავარი – ოდინი,რომელიც წინ მიუძღვის საშინელი შესახედაობის მქონე მიცვალებულების არმიას.აღნიშნული ტილოს დახატვაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება.კერძოდ,სურათზე გამოსახული მიცვალებულების წინამძღოლი ოდენის სახის გამოსახულება,გასაოცრად ჰგავს სწორედ იმ წელს დაბადებული ადოლფ ჰიტლერის სახეს,რაც მოგვიანებით,მრავალმა სპეციალისტმა ერთგვარად მიიჩნია წინასწარმეტყველური კვალიფიკაციის მატარებელ ტილოდ. (ავტორი გენია.ჯი)
ფრანც ფონ შტუკი ს სურათი – “ველური რბოლა”